Sunday, April 6, 2014

შუმახერი კონტაქტზე გამოდის და ხმაზეც რეაგირებს

Schumi making eye-contact, responding to voices
6 აპრილი
ახლახანს მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინე კემმა განაცხადა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს იმედისმომცემი ნიშნები აქვს, ოღონდ მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს. სამაგიეროდ, ბაჰრეინის რბოლის დღეებში, უფრო დაწვრილებით ამაზე ჟან ალეზიმ ისაუბრა, რომელიც სპარსეთის ყურის ამ ქვეყანაში, რბოლაზე დასასწრებად ჩავიდა.

ოჟიემ პორტუგალიაშიც გაიმარჯვა

Rallying-Ogier wins in Portugal
6 აპრილი
სებასტიან ოჟიეს და „ფოლკსვაგენის“ შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. გერმანულ ავტომობილზე ამხედრებულმა ფრანგმა, ამ სეზონის ოთხიდან მესამე ეტაპი პორტუგალიაში მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. სხვათა შორის, მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის რალიზე მეხუთედ იასპარეზა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ერთი რბოლის ორი გამარჯვებული

Motor racing-Hamilton wins Bahrain thriller for Mercedes
6 აპრილი
შეიძლება, რომ ერთ რბოლას ორი გამარჯვებული ჰყავდეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ დრევანდელ რბოლას სწორედ ორი გამარჯვებული ჰყავს - ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი. ისე, რატომ სამი არა? სერხიო პერესის მესამე ადგილიც ხომ გამარჯვების ტოლფასია? რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ჩეკომ პირველ ორთან ძალიან ბევრი წააგო. რას იზამ, მათს მანქანებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მთავარია, რომ მექსიკელმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა! თანაც, „სხვა პლანტიდან ჩამოსული“ სამქიმიანების უკან საუკეთესო სწორედ ის იყო.

ეკლსტოუნი: ფ1-ს ორი ახალი გუნდი შეემატება

Formula 1 could have two new teams in 2015 - Bernie Ecclestone
6 აპრილი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ მომავალ სეზონში ფ1-ში ორი ახალი გუნდი შეემატება. მართალია, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) აღნიშნული საკითხი ჯერ არ განუხილავს, მაგრამ ბერნი მაინც დარწმუნებულია, რომ დებიუტანტი ერთზე მეტი გუნდი იქნება.