Saturday, April 5, 2014

ძველი „მუსტანგი“ გაყიდვებით „კამაროს“ და „ჩელენჯერს“ სჯობს

Outgoing Mustang Outsold the Camaro and Challenger in March
5 აპრილი
ახლანდელი „მუსტანგი“ მალე წარსულში დარჩება. ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება ახალი „ცხენი“, რომელიც პირველად ამ ლეგენდარული მოდელის ისტორიაში, გლობალური ავტომობილი გახდება. ანუ, ის მთელს მსოფლიოში, ოფიცალური არხებით გაიყიდება. თითქოს, ახლის მოლოდინში, ძველი მოდელის გაყიდვები უნდა შემცირებულიყო, მაგრამ მარტში პირიქით მოხდა - „მუსტანგმა“ გაყიდვებით უკან მოიტოვა თავისი ორივე მთავარი კონკურენტი - „შევროლე კამარო“ და „დოჯ ჩელენჯერი“.

როსბერგი ბაჰრეინის პოულზე

Motor racing-Rosberg ends Hamilton's pole run in Bahrain
5 აპრილი
„მერსედესის“ პილოტთა ბრძოლა პოულისთვის ამჯერად ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა 0.279 წამით აჯობა თანაგუნდელს და მას ზედიზედ მესამე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა. როსბერგისთვის ეს შარშანდელი მონაკოს შემდეგ, პირველი პოულ პოზიციაა.