Peugeot 308 named European Car of the Year
4 მარტი
კონკურს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის ჟიურიმ, წლევანდელი
კონკურსის გამარჯვებულად „პეჟოს“ უახლესი კომპაქტური მოდელი 308 დაასახელა.
კონკურსის ფინალში, ამ ავტომობილმა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ჰეჩბეკის და
უნივერსალის ძარით გამოდის, ისეთ ძლიერ მეტოქეებს აჯობა, როგორებიცაა „ბეემვეს“
ელექტრული ჰეჩბეკი i3 და „ტესლას“ ელექტრული სედანი S. სხვათა შორის, შარშან
კონკურსი „პეჟო 308-ს“ უშუალო კონკურენტმა, „ფოლკსვაგენ გოლფმა“ მოიგო.