Wednesday, February 26, 2014

გორდონ მარი კიდევ ერთ სუპერ ავტომობილს შექმნის

Gordon Murray: I’ve Got One More Supercar Left In Me
26 თებერვალი
სახელოვანი სამხრეთაფრიკელი საავტომობილო ინჟინერი, ფორმულა ერთის არაერთი გამორჩეული პროექტის და ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ „მაკლარენ F1-ის“ ავტორი გორდონ მარი ამბობს, რომ მას კიდევ ერთი სუპერ ავტომობილის შემუშავების სურვილი აქვს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ გრანდებს, როგორებიცაა „ფერარის“ უახლესი „ლაფერარი“, „მაკლარენის“ P1 და „პორშეს“ „918 სპაიდერი“. მარი თვლის, რომ ამ ავტომობილებში ელექტრულ სისტემებს დიდი ადგილი უკავია, ისინი მანქანებს ამძიმებენ და „მძღოლისგან აშორებენ“.

„ფერარიმ“ შარშან ნაკლები გაჰყიდა, მეტი მოიგო

Ferrari Sells Fewer Cars in 2013, but Posts Record Profits
26 თებერვალი
2012 წელი საუკეთესო იყო „ფერარის“ ისტორიაში როგორც გაყიდვების მოცულობით, ასევე მიღებული მოგებითაც. მაგრამ ამის შემდეგ, იტალიურმა ლუკა დი მონტეძემოლომ (ფოტოზე) გადაწყვიტა, რომ წარმოების ზრდა, ბრენდის იმიჯისთვის სასურველი არ იქნებოდა. ამიტომ, მარანელოელებმა წარმოება შეამცირეს, რამაც მათ ექსკლუზიურობის მაღალი დონის შენარჩუნების და ამის შედეგად, მოგების მარჟის გაზრდის საშუალება მისცა.