Monday, February 24, 2014

პეტერ შრაიერის პირველი „ჰიუნდაი“

New Intrado CUV Concept is the First Hyundai Designed Under the Leadership of Peter Schreyer
24 თებერვალი
ეს ავტომობილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, კონცეპტუალური მოდელი. „ინტრადოს“, რომელსაც „ჰიუნდაი“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ეპოქალური. რა თქმა უნდა, „ჰიუნდაისთვის“ ეპოქალური. ჯერ ერთი, ეს პირველი ავტომობილია, რომლის შექმნასაც კომპანიის დიზაინის ახალმა შეფმა, სახელოვანმა პეტერ შრაიერმა უხემძღვანელა. მეორეც, ის კორეული კომპანიის სტილის, „თხიერი სკულპტურის“ ახალ მიმართულებას გვიჩვენებს. მესამეც, ყველაზე რევოლუციურია მისი შექმნისას გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები.

„ფორდი“ უგზოობის „ეკოსპორტის“ გრანდიოზულ კამპანიას გეგმავს

Ford Launches “EcoSport Live!” Campaign, Loans 100 SUVs to Bloggers
24 თებერვალი
„ფორდი“ თავისი უახლესი ავტომობილის, უგზოობის სუბკომპაქტური „ეკოსპორტის“ სარეკლამოდ, გრანდიოზულ სარეკლამო კამპანიას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, წამყვან ევროპელ ბლოგერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, 100 ცალ „ეკოსპორტს“ დაურიგებს, რათა მათ ისინი გატესტონ და საკუთარი შთაბეჭდლებები საკუთარ ბლოგებსა და სოციალურ მედიაში გამოაქვეყნონ.