New Intrado CUV Concept is the First Hyundai
Designed Under the Leadership of Peter Schreyer
24 თებერვალი
ეს ავტომობილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ,
კონცეპტუალური მოდელი. „ინტრადოს“, რომელსაც „ჰიუნდაი“ ჟენევის მოტორ შოუზე
წარადგენს, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ეპოქალური. რა თქმა უნდა, „ჰიუნდაისთვის“
ეპოქალური. ჯერ ერთი, ეს პირველი ავტომობილია, რომლის შექმნასაც კომპანიის დიზაინის
ახალმა შეფმა, სახელოვანმა პეტერ შრაიერმა უხემძღვანელა. მეორეც, ის კორეული
კომპანიის სტილის, „თხიერი სკულპტურის“ ახალ მიმართულებას გვიჩვენებს. მესამეც, ყველაზე
რევოლუციურია მისი შექმნისას გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები.