Hyundai's 2015 Genesis Wins the iF Product Design
Award 2014
19 თებერვალი
„ჰიუნდაის“ უახლესმა პრემიუმ სედანმა „ჯენეზისმა“
პირველი აღიარება დაიმსახურა - მიუნხენში ჩატარებულ სპეციალურ ცერემონიაზე, ამ
ავტომობილს ევროპული პრესტიჟული „iF პროდაქტ დიზაინის“ ჯილდო გადაეცა. კორეულ
ბაზარზე დებიუტის შემდეგ, ახალი „ჯენეზისის“ მსოფლიო პრემიერა ახლხანს, დეტროიტის
მოტორ შოუზე შედგა. ამ ავტომობილით, „ჰიუნდაი“ პრემიუმ სეგმენტში მეორე
მნიშვნელოვან ნაბიჯს (პირველი, საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი, პირველი თაობის
ჯენეზისი იყო) დგამს.