Monday, February 17, 2014

„ფერარის“ ძრავის თავისებურება

Ferrari engine stops spark to save fuel - report
17 თებერვალი
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა „ფერარი“ თავის ახალ ბოლიდ F14-T-ზე ისეთ ტექნიკურ სიახლეს იყენებს, რომელიც ძალური დანადგარის კომპონენტების ეფექტური გაგრილების საშუალებას იძლევა. ეს კი მარანელოელებს შესამჩნევად მომცრო გაბარიტების სარადიატორე ჰაერის ამღებების გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც ავტომობილის აეროდინამიკას აუმჯობესებს.

„ლენდ როვერი“ „დისქავერის“ საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს

Land Rover Celebrates 25 Years of Discovery with XXV Special Edition Model
17 თებერვალი
„ლენდ როვერის“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს, სახელად „დისქავერი“, 25 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით, ბრიტანული კომპანია მის საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს, სახელად „დისქავერი XXV“. „ლენდ როვერმა“ მოდელ „დისქავერის“ წარმოება 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ის მილიონზე მეტი გაჰყიდა.

„ფორდ მუსტანგი“... ნუგბარად, ვალენტინის დღისთვის

Ford 3D-printing Mustang out of chocolate and candy for Valentine's Day
17 თებერვალი
„ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა „3D სისტემზმა“, წმინდა ვალენტინის დღისთვის, პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“ შეყვარებულ ფანებს, ერთობ უჩვეულო საჩუქარი მოუმზადეს - ამ ავტომობილის უახლესი ვერსიის მასშტაბური მოდელები ტკბილეულის სახით შესთავაზეს. თანაც, პატარა „მუსტანგები“ შოკოლადის და შაქარყინულისგან, 3D პრინტერზე „ამობეჭდეს“.

ედრიან ნიუიმ შეცდომა აღიარა

Adrian Newey admits Red Bull packaging a factor in troubled F1 test
17 თებერვალი
ედრიან ნიუიმ აღიარა, რომ „რედ ბულის“ ახალ ბოლიდ RB10-ზე მუშაობისას, გარკვეული (შეთანწყობასთან დაკავშირებული) შეცდომები დაუშვა, რაც საქმისადმი აგრესიული მიდგომის შედეგია. ხერესის ტესტებისას ოთხ დღეში „რედ ბულმა“ მხოლოდ 31 წრის გავლა შეძლო. ამის მიზეზი, „რენოს“ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, ხანძარიც გახდა, რომელიც ძარის დტალის გამოსაბოლქვ მილთან ახლო განლაგებამ გამოიწვია.