Ford Reports 2013 Pre-Tax Profit of $8.6 Billion,
Highest in More than a Decade
16 თებერვალი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შარშან მისმა მოგებამ (გადასახადების
გადახდამდე) 8.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მოგებაზე 603 მილიონი
დოლარით მეტია. ეს ცისფერი ოვალის უდიდესი მოგებაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს
კი შესაძლებელი გახადა შეერთებული შტატებისა და აზია წყნარი ოკეანის
(განსაკუთრებით ჩინეთის) ბაზრებზე მოგების ზრდამ. იმავდროულად, სამხრეთ ამერიკაში
ბიზნესი კვლავ მოგების გარეშე მუშაობს, ევროპაში კი კვლავაც წაგება მოაქვს, თუმცა
წაგების მოცულობა განუხრელად და გეგმის შესაბამისად მცირდება.