Saturday, February 1, 2014

„მერსედესს“ ჯერ სიჩქარეზე ტესტები არ ჩაუტარებია

Long-running Nico Rosberg confirms Mercedes W05 still to be tested for pace
1 თებერვალი
ხერესის ტესტების დასრულების შემდეგ, ნიკო როსბერგმა განაცხადა, რომ W05-ის მაქსიმალურ შესაძლებობებზე ჯერ სრული წარმოდგენა არ აქვს. სხვათა შორის, ის ხერესის ტესტების მონაწილეთა შორის, ერთადერთი პილოტია, ვინც ტესტების ბოლო დღეს, სრული სარბოლო სიმულაცია შეასრულა.

კენ ბლოკის ახალი სათამაშო - „ფორდ F-150 რეპტორ TRAX“

This is Ken Block’s New Toy, the Ford F-150 RaptorTRAX
1 თებერვალი
კენი ბლოკი, „ჯიმხანა“ და „ფორდ ფიესტა“ - ეს სახელები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ბლოკი რალი-ქროსისა და დრიფტის ლომია, 600-ცხენისძალიანი „ფიესტა“ სუპერ ავტომობილებსაც მისცემს ფორას, „ჯიმხანას“ ექვსივე სერია კი პირველივე წამიდან ისე დაგიპყრობთ, ტიტრების დანახვის შემდეგღა გაგახსენდებათ ამოსუნთქვა... მოკლედ, მაგარი სამეულია, მაგრამ ამასწინათ, ბლოკმა უფრო მეტი მოისურვა, რაღაც თოვლთან და მთასთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, არა თხილამური...

„რედ ბულს“ პრობლემების ბაჰრეინამდე მოგვარება შეუძლია

Red Bull ‘should solve problems by Bahrain’ – Horner
1 თებერვალი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ბაჰრეინის ტესტებამდე შეძლებს ტექნიკური პრობლემების მოგვარებას. მსოფლიო ჩემპიონებმა ხერესის ტესტების ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ 21 წრის გავლა შეძლეს. და ეს იმ დროს, როცა კონკურენტი გუნდები დღეში მინიმუმ 100 წრის გავლას ასწრებდნენ.

„ჰიუნდაი გრანდე i10-ის“ დებიუტი ნიუ დელის ავტო ექსპოზე შედგება

Hyundai to Debut Grande i10 Sedan Next Week in India
1 თებერვალი
მალე „ჰიუნდაის“ ინდური ბაზრის პაკეტს კიდვ ერთი ახალი ავტომობილი შეავსებს, რომელიც შესაძლოა, კორეულმა კომპანიამ მომავალში სხვა ბაზრებზეც შეიტანოს. ლაპარაკია ჰეჩბეკ „გრანდე i10-ის“ (ფოტოზე) სედანისძარიან ვერსიაზე, რომლის ინდური პრემიერაც მალე ნიუ დელის ავტო ექსპოზე გაიმართება.