Hyundai Q4 profits gain 15%, but results fall
short
26 იანვარი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში მისი
მოგება 15 პროცენტით, 2.06 ტრილიონ ვონამდე (1.9 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა.
თუმცა ამის მიუხედავად, ეს შედეგი მაინც ვერ მისწვდა ანალიტიკოსთა პროგნოზს. ამასთან,
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჩუნ მონ კოო ამბობს, რომ წელს გაყიდვების
ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი, რასაც კონკურენციის ზრდა და ძლიერი ვონი განაპირობებს.