Bentley Posts Record 2013 Sales, Leads Luxury
Segment
8 იანვარი
„ბენტლიმ“ თავისი შარშანდელი გაყიდვების შედეგები
გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 10 120 ავტომობილია გაყიდული, ეს კი კომპანიის არსებობის
95 წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, ერთი წლით ადრე,
ბრიტანულმა კომპანიამ 8 510 ავტომობილი გაჰყიდა, რაც ასევე რეკორდი იყო. ამგვარად,
„ბენტლის“ წილი ლუქს სეგმენტში სამი პროცენტით, 25 პროცენტამდე გაიზარდა, რაც მას ამ
სეგმენტის (რომელიც გლობალური მასშტაბით 6 პროცენტით შემცირდა) უპირობო ლიდერის პოზიციას
უნარჩუნებს. არადა, კომპანიის საწარმოო პროგრამაში მხოლოდ სამი ძირითადი მოდელი
შედის.