Wednesday, December 31, 2014

„ბეემვე i9“ - სტუდენტური პროექტი ბუნების შთაგონებით

The Wildest BMW i9 Rendering Comes from Overenthusiastic Fan
31 დეკემბერი
ვალენსიას პოლიტექნიკური უნვერსიტეტის კურსდამთავრებულმა კარლოს ალიაგა პასტორმა, თავის სადიპლომო პროექტად, კონცეპტუალური „ბეემვე i9“ შეიმუშავა, რომელზეც მუშაობის დროსაც, როგორც თავად ამბობს, შთაგონების წყაროდ ბუნება გამოიყენა. სადიპლომო ნამუშევარი კი მასშტაბური მოდელის სახით დააგვირგვინა.

„როგორც ფორმულა ერთის ბოლიდი“

James Glickenhaus SCG 003 Track Test Was Like 'Driving An F1 Car'
31 დეკემბერი
ჯეიმს გლიკენჰაუსმა თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, SCG 003-ის ტესტების მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. ტესტები ვაირანოს ტრეკზე (ნაპოლის მახლობლად მდებარეობს) გაიმართა, საჭესთან „ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდის ყოფილი პილოტი, იტალიელი ნიკოლა ლარინი იჯდა.

Tuesday, December 30, 2014

„ეგოისტა მოტორსი“ ერთადგილიანი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

Egoista Motors Startup Wants to Build This Single Seater with EV or Hybrid Propulsion
30 დეკემბერი
სახელი „ეგოისტა“ შარშან „ლამბორგინიმ“ საკუთარ ერთადგილიან და ერთჯერად სუპერ ავტომობილს უწოდა, რომელიც ახლა მის მუზეუმს ამშვენებს. მალე კი შესაძლოა, ამ სახელით იტალიის და ევროპის გზებზე, სხვა ერთადგილიანი ავტომობილი გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, იტალიური კომპანია „ეგოისტა მოტორსი“ სწორედ ამას აპირებს.

Monday, December 29, 2014

პირველი „ფორდ მუსტანგ შელბი GT350“ აუქციონზე გაიყიდება

First Production 2016 Ford Mustang Shelby GT350 Going to Auction
29 დეკემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ახალი თაობის „მუსტანგ შელბი GT350-ის“ პირველ ეგზემპლარს, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე გაიტანს, რომელიც ქალაქ სკოტსდეილში (შტატი არიზონა) 17 იანვარს გაიმართებს. ავტომობილის გაყიდვით მიღებული თანხა, „მოზარდთა დაბეტის კვლევის ფონდს“ (JDRF) გადაეცემა, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტის კვლევის მოწინავე ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში. აუქციონზე გამოტანილ ავტომობილზე დატანილია „ფორდის“ იმ ინჟინერთა ხელმოწერები, რომლებიც ამ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობდნენ.

„სუზუკი“ ახალი „ალტოს“ „ტურბო RS“ კონცეპტუალურ ვერსიას გვიჩვენებს

This Suzuki Alto Turbo RS Concept is For Real
29 დეკემბერი
თავის ახალ კეიქარ „ალტოსთან“ ერთად, ტოკიოს საავტომობილო გამოფენაზე, „სუზუკი“ ასევე მის კონცეპტუალურ ვერსია „ტურბო RS-საც“ წარადგენს. ტოკიოს ავტო სალონი 9 იანვარს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. ამ ორი პატარა ავტომობილის გარდა, გამოფენაზე იაპონური კომპანიის სტენდზე კიდევ ორი კონცეპტი, პატარა მინივენ „ჰასტლერის“ ვერსიები - „როუდ ბაიკი“ და „აუტდორ სტაილი“ წარსდგება.

Saturday, December 27, 2014

„რენოს“ გუნდს მარიო ილიენი შეუერთდა

Abiteboul hails Renault's Illien tie-up
27 დეკემბერი
მარცხნიდან: მარიო ილიენი, ედრიან ნიუი და კრისტიან ჰორნერი
ახალი სეზონიდან, ძრავებზე მუშაობისას, „რენოს“ პარტნიორობას მარიო ილიენი და მისი კომპანია „ილმორი“ გაუწევენ, რომელიც ადრე „მერსედესის“ ძრავებზე მუშაობდა. „რენოს“ ფ1-ის შეფი სირილ აბიტბული არ აკონკრეტებს, თუ რა სამუშაოს შეასრულებს „ილმორი“.

Friday, December 26, 2014

„ფორდი“ ეკობუსტის ძრავების საქარხნო ტუნინგს შემოგთავაზებთ

Ford Racing to Offer EcoBoost Chip Tuning Without Voiding the Warranty of the Vehicle
26 დეკემბერი
საქარხნო ტუნინგი საავტომობილო ინდუსტრიაში გავრცელებული სფეროა. თითქმის ყველა კომპანიას საკუთარი სატუნინგო ქვე ბრენდი ჰყავს, რომლებიც მის ავტომობილებს სრულყოფენ და სპორტულ ხასიათს ანიჭებენ. „ბეემვესთვის“ ასეთია „M პერფორმენს პარტსი“, „მერსედესისთვის“ – „AMG სპორტი“. „ფორდმა“ ახლახანს თავისი ამ პროფილის რამდენიმე შტო, მათ შორის „ფორდ რეისინგი“, ერთ ჭერქვეშ გააერთიანა და „ფორდ პერსორმენსი“ უწოდა.

ავტოსპორტი სპორტი არ არის?

26 დეკემბერი
პირველ რიგში, ავტოსპორტული სამყარო გულითადად ულოცავს ქართველ სპორტსმენებს იმ წარმატებებს, რომლებიც ყველას გვახარებს. მათ თავიანთი გარჯით და შრომისმოყვარეობით, უთუოდ დაიმსახურეს ის ჯილდოები, რომლებიც სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცათ. იმედია, მომავალ სეზონებში მათ შორის საუკეთესოს არჩევა კიდევ უფრო გაძნელდება, რაც მათი მიღწევების შედეგი იქნება.

Thursday, December 25, 2014

„არიელ ნომადი“ დებიუტისთვის ემზადება

Ariel Nomad revealed, will debut on Jan 9
25 დეკემბერი
კომპანია „არიელ მოტორი“თავისი სატრეკო ღია „არიელითაა“ ცნობილი, რომელსაც წლების განმავლობაში წარმატებით ჰყიდის. ამ ავტომობილის მფლობელები ტრეკზე დიდ სიამოვნებას ღებულობენ, თუმცა „ატომი“ მხოლოდ ასფალტისთვისაა. ამიტომ „არიელმა“ გადაწყვიტა, თავის კლიენტებს ისეთი ავტომობილიც შესთავაზოს, რომელიც უგზოობის პირობებში ისევე იგრძნობს თავს, როგორც „ატომი“ ასფალტზე. ახალ ავტომობილს სახელად „ნომადი“ შეურჩიეს.

ლე მანიდან „პრიუსზე“

Next-Gen Prius to Get Technology Tested in Toyota’s Le Mans Racer
25 დეკემბერი
„ტოიოტა“ ჰიბრიდული ავტომობილების ბაზრის ლიდერია, პლაგ-ინ ჰიბრიდებსაც უშვებს, ელექტრომობილებსაც და უკვე წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილ ელექტრომობილებსაც. თუმცა, „მწვანე“ მიმართულებით იაპონური კომპანიის სიახლეების სია ამით არ შემოიფარგლება და ის სარბოლო ავტომობილებში გამოყენებული ჰიბრიდული ტექნოლოგიის სერიულ ავტომობილებზე დანერგვასაც ცდილობს.

Wednesday, December 24, 2014

„ფერარი“ ახალ ბოლიდს იანვრის ბოლოს გვიჩვენებს

Ferrari to launch car in late January
24 დეკემბერი
„პროჯექტ 666“ - ჯერჯერობით ასე ჰქვია „ფერარის“ ახალ ბოლიდს, რომლის პრემიერაც იანვრის ბოლოს გაიმართება. წარდგენა ინტერნეტით მოხდება. როგორც გუნდის ახალმა შეფმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, ავტომობილს უკვე გავლილი აქვს სავალდებულო ქრეშ ტესტები და წინასასეზონო ტესტებისთვის ემზადება.

„ფორდი“ მესამე თაობის „ფოკუს RS-ს“ გამოუშვებს

New Ford Focus RS confirmed for production
24 დეკემბერი
„ფორდმა“ დაადასტურა, რომ მალე ბაზარზე მესამე თაობის „ფოკუს RS-ს“ გამოუშვებს. ეს ავტომობილი არის იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც 2020 წლამდე 12 ახალი ტემპერამენტიანი ავტომობილის წარმოებას ითვალისწინებს. ყველა მათგანს ცისფერი ოვალის ახალი შტო - „ფორდ პერფორმენსი“ გამოუშვებს. ამერიკულმა კომპანიამ ამ სახელის ქვეშ ახლახანს თავისი შიდაქარხნული ტუნინგ შტოები - „ტიმ RS-ი“, „ფორდ SVT“ და „ფორდ რეისინგი“ გააერთიანა.

Tuesday, December 23, 2014

„პურიტალია 427 როდსტერი“ - ახალი იტალიური სუპერ ავტომობილი

Puritalia 427 Roadster Launched in Milan, Comes in 445HP and 605HP Flavors
23 დეკემბერი
 ნაპოლიში ბაზირებულმა პატარა კომპანია „პურიტალიამ“, მილანში თავისი პირველი სუპერ ავტომობილის, როდსტერ 427-ის დახურული პრეზენტაცია მოაწყო. წარდგენისას ითქვა, რომ ავტომობილს შეკვეთებით დაამზადებენ და ყოველ ეგზემპლარს, შემვეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, მისი კონკრეტული სურვილების შესაბამისად ააწყობენ.

„ბენტლი“ გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

Bentley to Double Annual Sales by 2020 to 20,000 Units
23 დეკემბერი
„ბენტლიმ“ შარშან 10 120 ავტომობილი გაჰყიდა და გამოაცხადა, რომ 2018 წლისთვის გაყიდვების მოცულობას 15 000 ავტომობილამდე გაზრდიდა. მაგრამ გავიდა ერთი წელი და ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია, ახალი გეგმა გამოაქვეყნა. მის მიხედვით, 2020 წელს გაყიდვები 20 000 ავტომობილამდე უნდა გაიზარდოს.

„სუზუკიმ“ ახალი „ალტო“ გაგვაცნო

Suzuki Unveils All-New Alto Kei Car in Japan, Averages 2.7 L/100 KM
23 დეკემბერი
„სუზუკიმ“ იაპონიის ბაზარზე ახალი, მერვე თაობის „ალტო“ გამოიტანა. ეს ავტომობილი იაპონური კომპანიის უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული, წინამორბედზე დაახლოებით 60 კილოგრამით მსუბუქია და როგორც „სუზუკი“ ამბობს, იაპონიის ბაზარზე, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორის, ყველაზე ნაკლები ხარჯითაც გამოირჩევა.

„ფერარი“ შეცდომებს აღიარებს და რთულ ახალ სეზონს ელის

Ferrari admits 'mistakes' have hurt 2015 car
23 დეკემბერი
„ფერარიმ“ ახალი, ტურბო V6 ძრავების ეპოქა წარუმატებლად დაიწყო - პირველივე სეზონი გამარჯვების გარეშე დაასრულა და როგორც ჩანს, არც ახალი სეზონი ექნება იოლი. ყოველ შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელობა ამას აღიარებს. სერჯო მარკიონემ და მაურიციო არივაბენემ აღიარეს, რომ გასული სეზონის პრობლემების გამო, ახალი ავტომობილის შემუშავებაზეც იქონია გავლენა.

Saturday, December 20, 2014

ქართული სუპერ ავტომობილი - იქნება, თუ - არა?

20 დეკემბერი
სოციალურ ქსელში ამ ფოტოების გამოქვეყნებას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ეს რა არის? ვინ აკეთებს? როდის იქნება? რა ერქმევა? და ასე შემდეგ - ეს ის კითხვებია, რომლებსაც გამოხმაურებებში ყველაზე ხშირად ნახავთ. ვინც იცის, რა და ვისი ქმნილებაა, ავტორს წარმატებებს უსურვებს!

ჰორნერი: რიკარდოს სისწრაფე ფეტელის წასვლის ერთ-ერთი მიზეზია

Ricciardo pace 'a factor' in Vettel exit - Horner
20 დეკემბერი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი არ გამორიცხავს, რომ სებასტიან ფეტელის „ფერარიში“ გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა დანიელ რიკარდოს „მოულოდნელი სისწრაფე“ იყო. ჰორნერი აღიარებს, რომ მისთვის უჩვეულოა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის „ფერარის“ წითელ ფერებში გამოწყობილის ხილვა, რადგან მან ყველაფერს ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანიის გუნდში მიაღწია.

Friday, December 19, 2014

„ფორდი“ უახლეს სისტემა SYNC 3-ს მერმისიდან დანერგავს

Ford SYNC 3 Infotainment System Coming Next Year
19 დეკემბერი
უკვე ერთი წელია, რაც ინფოტაინმენტ სისტემა SYNC-ის მეორე თაობა, „ფორდის“ და „ლინკოლნის“ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების სტანდარტულ ეკიპირებაში შედის. ეს გამართული სისტემაა, რომლითაც ცისფერი ოვალი საფუძვლიანად ამაყობს, თუმცა მალე მას მესამე თაობის სისტემით შეცვლის, რომელიც „ბლექბერის“ საოპერაციო სისტემა QNX-ით მუშაობს.

„ჯენერალ მოტორსი“, „აუდი“ „იაგუარ ლენდ როვერი“ რუსეთში გაყიდვებს წყვეტენ

GM, Audi, Jaguar halt Russia sales on ruble's collapse
19 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსმა“, „აუდიმ“ და „იაგუარ ლენდ როვერმა“ რუსეთში დროებით შეაჩერეს ავტომობილების გაყიდვები. მათი მენეჯერები თვლიან, რომ რუსეთში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის და რუბლის კოლაპსის პირობებში, იქ ტაიმაუტის აღება სჯობს. რუსული რუბლის მყიდველუნარიანობა ივნისის შემდეგ 40 პროცენტით დაეცა და ეს 1998 წლის შემდეგ რუსეთის ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისია.

Thursday, December 18, 2014

600-ცხენისძალიანი „ფორდ F-150“ „ჰენესისგან“

Hennessey Previews Supercharged 2015 VelociRaptor F-150 with More Than 600HP
18 დეკემბერი
ამერიკულმა სატუნინგო კომპანია „ჰენესი პერფორმენსმა“ ახალი ავტომობილი, „ველოჩირეპტორ 600 სუპერჩერჯერი“ მოამზადა, რომელიც ამერიკაში ყველაზე პოპულარულ პიკაპ „ფორდ F-150-ის“ ბაზაზე დაამზადა. ისევე როგორც ადრე, ამჯერადაც ეს ავტომობილი „ფორდის“ უახლესი F-150 SVT რეპტორის“ ექსტრემალური ალტერნატივა იქნება. ამ უკანასკნელის პრემიერა მალე დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება.

დი მონტეძემოლო ფ1-ის საბჭოს დაუბრუნდა

Motor racing-Di Montezemolo returns to F1 board
18 დეკემბერი
„ფერარის“ ყოფილი თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლო ფორმულა ერთის არა-აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დაინიშნა. მასთან ერთად, იმავე როლს კომპანია „დიაჯეოს“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი, პოლ უოლშიც შეასრულებს. მათ გარდა, დრექტორთა საბჭოში დაბრუნდა ბერნი ეკლსტოუნი, რომელმაც ეს თანამდებობა თავისი სასამართლო გარჩევების გამო დატოვა.

Tuesday, December 16, 2014

კონკურს ევროპის წლის ავტომობილის ფინალისტები

BMW 2 Active, Citroen Cactus Among Finalists for 2015 European Car Of The Year
16 დეკემბერი
კონკურს „ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის“ ჟიურიმ, ფინალისტი შვიდული აირჩია. წლის ავტომობილის საპატიო წოდებისთვის იბრძოლებენ: „ბეემვეს“ მეორე სერიის მინივენი „ექტივ ტურერი“, მეორე თაობის ქროსოვერი „ნისან ქაშკაი“, ასევე ქროსოვერი „სიტროენ C4 კაქტუსი“, პატარა ჰეჩბეკი „რენო ტვინგო“, „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის სედანი, ასევე ორი სედანი - „ფორდ მონდეო“ და „ფოლკსვაგენ პასატი“.

ჰამილტონი ბიბისის რჩეულიც გახდა

Lewis Hamilton wins BBC Sports Personality award after F1 title
16 დეკემბერი
ბიბისი სპორტსმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ლუის ჰამილტონი დაასახელა. ბრიტანლი პილოტი ამავე გამოკითხვაში ორჯერ (2007 და 2008 წლებში) მეორე ადგილზე გავიდა. ეს ის წლებია, როცა სადებიუტო სეზონშივე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი პირველ ტიტულს დაეუფლა. ამგვარად, კონკურსში დეიმონ ჰილის გამარჯვების (1996 წელს) შემდეგ, ჰამილტონი პირველი ავტო მრბოლია, ვინც ეს საპატიო წოდება მოიპოვა.

Monday, December 15, 2014

გუტიერესი „ფერარის“ რეზერვში გადავიდა

A Mexican driver is back to Maranello
15 დეკემბერი
„ფერარის“ გუნდში მორიგი სიახლეა - მომავალი სეზონიდან, მარანელოელთა ტესტ და სარეზერვო პილოტი, მექსიკელი ესტებან გუტიერესი იქნება. მექსიკელმა პილოტმა გასული სეზონის ბოლოს, „ზაუბერში“ ადგილი დაკარგა, სადაც მის და გერმანელი ადრიან სუტილის ნაცვლად, შვედი მარკუს ერიქსონი და ბრაზილიელი ფელიპე ნასრი მიიწვიეს.

„იაგუარ ლენდ როვერის“ მორიგი სიახლე მომავლიდან

Jaguar Land Rover previews transparent pillar technology
15 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ტექნოლოგიური სიახლეების ექსპანსიას აგრძელებს. ბრიტანულმა კომპანიამ ამჯერად სისტემა „360 ვირჩუალ ურბან ვინდსქრინი“ წარმოადგინა. ამ სიახლეზე კომპანიამ პირველად მაშინ ილაპარაკა, როცა კონცეპტუალური „ლენდ როვერ დსქავერი ვიჟნი“ გაგვაცნო. ამ სისტემის დახმარებით, დახურული ძარის მქონე ავტომობილში, მის ირგვლივ არსებული გარემოს 360 გრადუსით ხედვის საშუალება იქმნება.

Sunday, December 14, 2014

„ნისან ლიფი“ და სხვა არაფერი!

Nissan Leaf Owners Never Want to Drive Combustion Engines Again
14 დეკემბერი
„ნისანის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მის ელექტრომობილ „ლიფის“ მფლობელები აღარ აპირებენ შიდაწვისძრავიან ავტომობილზე გადასვლას. კვლევის დროს, მარკეტოლოგებმა ელექტრომობილის 6 500 მფლობელი გამოჰკითხეს. მათგან ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ელექტრომობილი უფრო მოსახერხებელია ექსპლუატაციისას, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი. მთავარი არგუმენტი, არნახულად მცირე საექსპლუატაციო ხარჯებია.

EDAG-ის „მსუბუქი ნაჭუჭი“ ავტომობილებისთვის

EDAG's New Light Cocoon Concept to Hatch in Geneva
14 დეკემბერი
ინჟინირინგზე სპეციალიზებულმა გერმანულმა ატელიე EDAG-მ კიდევ ერთი საოცარი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც შესაძლოა მალე საავტომობილო მრეწველობაში დაინერგოს. ეს ტექნოლოგია კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილის სახით წარმოადგინა, რომელსაც „ლაით კოკონი“ (მსუბუქი ნაჭუჭი) ეწოდა. და ამ ავტომობილს ფართო საზოგადოებას ჟენევის მოტორ შოუზე წარუდგენს.

ფილდსი „ფორდისთვის“ „გარღვევის წელს“ პროგნოზირებს

Fields predicts 'breakthrough year' for Ford in 2015
14 დეკემბერი
„ფორდ მოტორის“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი ამბობს, რომ 2015 წელი მისი კომპანიისთვის „გარღვევის წელი“ იქნება, რაშიც მთავარ როლს ის ახალი ავტომობილები ითამაშებს, რომლებიც ბაზარზე წელს გამოვიდა და რომლებმაც მოგების დიდი მარჟები განაპირობა. „ჩვენს ინვესტიციებს მოგება მოაქვს, ეს კი შემდგომი ზრდის საფუძველს ქმნის“, - ამბობს ფილდსი.

ფ1-ის გუნდების შეფებმა საუკეთესოდ ჰამილტონი დაასახელეს

F1 team bosses vote Lewis Hamilton as best driver of 2014
14 დეკემბერი
ფორმულა ერთის ორგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, გასულ სეზონის საუკეთესო პილოტად, ფ1-ის გუნდების ხელმძღვანელებმაც დაასახელს. ტრადიციულად, ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდების შეფებს 10 საუკეთესო პილოტის დასახელება სთხოვა. კონკურსის წესების მიხედვით, ყოველი ადგილი, ფ1-ის ქულების (25-18-15-12-10-8-6-4-2-1) შესაბამისად ფასდება.

Saturday, December 13, 2014

„სუზუკი“ ახალ „ჯიმნის“ 2016 წელს გამოუშვებს

2017 Suzuki Jimny Confirmed to Debut in 2016
13 დეკემბერი
„სუზუკის“ უგზოობის პატარა მოდელ „ჯიმნის“ მესამე თაობა ბაზარზე 1998 წლიდანაა. სამ წელიწადში ის წარმოებიდან მოიხსნება. ის ამრტივი აგებულებით გამოირჩევა და რაც მთავარია, შესანიშნავი ყველგანმავალია. სწორედ ამიტომ დატოვეს ბაზარზე ასე დიდხანს. და ამიტომ იქნება მისი შემცვლელის გამოშვება ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან მან წინამორბედის ყველგანმავლის თვისებებიც უნდა შეინარჩუნოს და თანამედროვე ტენდენციებსაც უნდა ააყოლოს ფეხი.

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტი გაიარა

McLaren's 2015 Formula 1 car passes crash tests
13 დეკემბერი
„მაკლარენი“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გუნდია, რომელმაც ახალი ბოლიდის სავალდებულო ქრეშ ტესტები წარმატებულად გაიარა. თუმცა, უოკინგელებს ჯერაც არ გამოუცხადებიათ თავიანთი ახალი სარბოლი ავტომობილის დბიუტის თარიღი. ცნობისათვის, წინასასეზონო ტესტები 1 თებერვალს, ხერესის (ესპანეთი) ტრეკზე დაიწყება.

Friday, December 12, 2014

„პორშემ“ სუპერქარ „918 სპაიდერის“ წარმოების ლიმიტი ამოწურა

Porsche confirms 918 Spyder sold out
12 დეკემბერი
„პორშეს“ კვლევისა და განვითარების შტოს შეფმა ვოლფგანგ ჰატცმა განცხადა, რომ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერის“ ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ ავტომობილის შთამომავალზე, თუმცა მის შესახებ რაიმე ინფორმაციას ამ ეტაპზე საიდუმლოდ ინახავს. ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე ჰატცმა თქვა, რომ სუპერ ავტომობილის 918-ვე ეგზემპლარზე შეკვეთები მიღებულია. თუმცა მისი შეძენის მსურველთა სია მაინც შედგება, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე შემკვეთი ყიდვას გადაიფიქრებს.

Thursday, December 11, 2014

„მაკლარენმა“ ალონსოსთან კონტრაქტი გააფორმა

Jenson Button secures McLaren seat alongside Fernando Alonso
11 დეკემბერი
ალონსოც დაბინავდა. როგორც იქნა, ესპანელმა „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააფორმა. და მომავალ სეზონში მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი იქნება. უფრო სწორედ, თანაგუნდელები ბატონი და კევინ მაგნუსენი იქნებიან, რადგან უოკინგელებმა დანიელის შენარჩუნებაც შეძლეს, ოღონდ, სარეზერვო პილოტის რანგში. ეს საუკეთესო ვარიანტი იყო მათ შორის, რომლებზეც ადრე იყო ლაპარაკი.

Wednesday, December 10, 2014

ჩრდილოეთ ამერიკის 2015 წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალისტები

2015 North American Car & Truck/Utility Of The Year Finalists Announced
10 დეკემბერი
კონკურს „ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის“ ჟიურიმ, 2015 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდბაზე წარდგენილ ავტომობილებს შორის, კატეგორიების ფინალისტები დაასახელა. მსუბუქ ავტომობილებს შორის საუკეთესოს წოდების მოპოვების შანსს „ფორდ მუსტანგი“, „ფოლკსვაგენ გოლფი“ და „ჰიუნდაი ჯენზისი“ ინარჩუნებენ. წლის საუკეთესი პიკაპისა და უგზოობის ავტომობილის წოდებისთვის კი პიკაპი „ფორდ F-150“, პიკაპი „შევროლე კოლორადო“ და ქროსოვერი „ლინკოლნMKC იბრძოლებენ.

„GLE კუპე“ – „მერსედესის“ პასუხი „ბეემვე X6-ს“

New GLE Coupe is Mercedes' Solution to its BMW X6 Problem
10 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილი, სპორტული ქროსოვერი „GLE კუპე“ გაგვაცნო, რომლითაც კონკურენციას „ბეემვეს“ პოპულარულ X6-ს გაუწევს. თავისი „გამოცდილი“ კონკურენტის მსგავსად, ახალ სამქიმიანსაც უკნისკენ დახრილი სახურავი გამოარჩევს. ის ახალი ML-ის კლასის უგზოობის მოდელის ბაზაზეა დამყნობილი, რომელიც მომავალი წლიდან GLE-ს სახელით გაიყიდება.

„ლამბორგინი ეგოისტა“ 1/18 მასშტაბში

Lamborghini Egoista 1/18 Scale Model Is More Awesome Than the Real Thing
10 დეკემბერი
„ლამბორგინი ეგოისტა“ ერთჯერადი პროექტია, არც კონცეპტუალური, არც სხვა რამ დანიშნულების. ის ერთხელ შექმნეს, მხოლოდ დიზაინერების სავარჯიშოდ და რაც მთავარია, კომპანიის დაარსებიდან 50 წლის იუბილის აღსანიშნავად. და არც გაუყიდიათ. ამჟამად სანტ’აგატა ბოლონეზეში იმყოფება, კომპანიის მუზეუმს ამშვენებს. მოკლედ, ძალიან მდიდრებისთვისაც და კომპანიის ერთგული კლიენტებისთვისაც ხელმიუწვდომელია.

„მაზერატი ალფიერი“ - ოფიციალური ინფორმაცია

Maserati Details Alfieri, Will Rival Porsche 911 and Jaguar F-Type from 2016
10 დეკემბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მაზერატი“ კონცეპტუალური „ალფიერის“ სერიულად გამოშვებას (2016 წელს) აპირებს, ადრევე გავრცელდა. ახლახანს კი კომპანიამ თავისი მომავალი სიახლის შესახებ მცირე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჯერ ერთი ის, რომ ავტომობილი სახელს შეინარჩუნებს. კომპანია თვლის, რომ ეს არ იქნება მისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ კომპანიის სახე გახდეს. და ის კონკურენციას „პორშე 911-ს“ და „იაგუარ F-ტაიპს“ გაუწევს.

Tuesday, December 9, 2014

„ფოლკსვაგენი“ დეტროიტში ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერს წარადგენს

VW to Debut New Crossover Concept in Detroit
9 დეკემბერი
„ფოლკსვაგენმა“ ახალი კონცეპტუალური ქროსოვერი მოამზადა, რომელსაც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს ინფორმაცია როიტერსს კომპანიის ორმა წარმომადგენელმა აცნობა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. მათი თქმით, კონცეპტი ხუთადგილიანია, მაგრამ მისი სერიული ვერსიის სალონში შვიდი სავარძელი მოთავსდება. ამ ავტომობილს გერმანული კომპანიის ჩატანუგას (შტატი ტენესი, აშშ) ქარხანა გამოუშვებს, ბაზარზე კი ის 2016 წელს გამოვა.

შემდეგი თაობის „ნისან ლიფს“ გაორმაგებული სვლის სიშორე ექნება

Next Generation Nissan Leaf to Have Double the Range - Disclosed Again
9 დეკემბერი
„ნისან ლიფი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია. ის არც სიმძლავრით გამოირჩევა და არც დახვეწილი გარეგნობით. მაგრამ სამაგიეროდ, არის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი. მას ხშირად ელექტრომობილების სეგმენტის „პრიუსსაც“ უწოდებენ. მისი სვლის სიშორეც ქალაქის პირობებში მისაღებია. მაგრამ მთავარი, რასაც ელექტრომობილის მყიდველი ისურვებდა, მაინც სწორედ სიშორის გაზრდაა.

„სუზუკიმ“ იაპონიაში „კიზაშის“ და „გრანდ ვიტარას“ წარმოება შეწყვიტა

Production of Suzuki Kizashi, Grand Vitara comes to an end – Japan
9 დეკემბერი
„სუზუკიმ“ თავისი ორი ავტომობილის, უგზოობის ფლაგმანური „გრანდ ვიტარას“ და სედან „კიზაშის“ იაპონიაში წარმოება შეწყვიტა. მოდელ „ესკუდოს“ (იაპონიის გარეთ მას გრანდ ვიტარას სახელით იცნობენ) ქალაქ ივატას ქარხანა უშვებდა, „კიზაშის“ კი - ქალაქ სეგარას ქარხანა. ეს სედანი სულ ხუთი წელია, რაც ბაზარზეა. „სუზუკიმ“ ის „ჰონდა აკორდთან“ კონკურენციისთვის გამოუშვა.

Monday, December 8, 2014

ევრო NCAP-ის ხუთი ვარსკვლავი „დისქავერი სპორტს“

Land Rover Discovery Sport Gets Tested by Euro NCAP, Bestowed With 5 Stars
8 დეკემბერი
ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამით (Euro NCAP), რამდნმე ახალ ავტომობილს, რომლებიც მალე ევროპის ბაზარზე გამოვა, ქრეშ ტესტები ჩაუტარდა. მათ შორის იყო „ლენდ როვერის“ უახლეს ქვე-ბრენდ „დისქავერის“ პირველი ავტომობილი - „დისქავერი სპორტი“, რომელმაც უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. უფრო მეტიც, ტესტგამოვლილ 12 ავტომობილს შორის, ყველაზე დაცულად სწორედ „დისქავერი სპორტი“ აღიარეს.

გრძელბაზიანი და 7-ადგილიანი „ფორდ ეჯი“

Ford Edge Gets Longer 7-Seat Version for China at Guangzhou Show
8 დეკემბერი
„ფორდმა“ თავისი კიდევ ერთი ავტომობილის ჩინური ვერსია შეიმუშავა - ამჯერად დაგრძელების ტრენდი ქროსოვერ „ეჯს“ შეეხო, რომლის შვიდადგილიანი ვერსიაც ამერიკულმა კომპანიამ ჩინურ ბაზარს პირველად გუანჯოუს მოტორ შოუზე წარუდგინა. ამ ავტომობილს მომავალი წლიდან „ფორდის“ ადგილობრივი ერთობლივი კომპანია „ჩანგან ფორდის“ ქარხანა გამოუშვებს. ბაზარზეც ამ კომპანიის ქსელში გავა. ეს ავტომობილი, „ეჯის“ გლობალური ვერსიისგან, რომლის პრემიერაც ივნისში გაიმართა, სავარძლების მესამე რიგით განსხვავდება.

„ლარეა GT1 S12“ - სარბოლო პროტოტიპი ქუჩისთვის

1,260 HP Larea GT1 S12 Is Barely Street-Legal at Essen 2014
8 დეკემბერი
მოტორსპორტსა და ინჟინირინგზე სპეციალზებულმა გერმანულმა კომპანია „ფალკემ“, თავის სუპერ ავტომობილ Larea GT1-ის ექსტრემალური ვერსია, GT1 S12 ესენის მოტორ შოუზე გამოფინა. ახალი ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც, 980 კილოგრამს იწონის, განხლებული ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც 1260 ცხენის ძალაა. და ეს ავტომობილი ქუჩაში ექსპლუატაციისთვისაცაა სერტიფიცირებული.

ფელიპე მასა ტიტულს უმიზნებს

Bullish Massa targeting 2015 title
8 დეკემბერი
ფელიპე მასა მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს. მას შემდეგ, რაც „ფერარიდან“ გამოუშვეს, ბრაზილიელმა გასულ სეზონში „უილიამსის“ ბოლიდით დაამტკიცა, რომ ჯერ მისი ჩამოწერა ნაადრევია. ბრიტანულმა გუნდმაც, მერსედესის“ ძრავების დახმარებით შეძლო გამოცოცხლება. მართალია, მასას უფრო ხშირად თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელის, ფინელი ვალტერი ბოტასის ჩრდილში ყოფნა უწევდა, მაგრამ დარწმუნებულა, რომ მას სიჩქარეში არ ჩამორჩება.

Sunday, December 7, 2014

„ფორდი“ პიკაპ F-150-ის ჰიბრიდულ ვერსიაზე მუშაობს

Ford exec: Cheap gas could slow fuel-economy gains
5 დეკემბერი
ნავთობის ფასის შემცირების კვალობაზე, საავტომობილო საწვავის ფასიც მცირდება და შესაბამისად, ამერიკის ბაზარზე უკვე შეინიშნება დიდგაბარიტიან ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა. თუმცა, ამის მიუხედავად, „ფორდი“ ტრენდს კვლავაც აგრძელებს და თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, პიკაპ F-150-ის ჰიბრიდულ ვერსიას ამზადებს. ამის შესახებ, „ფორდის“ გლობალური პროდუქციის განვითარების შეფმა რაჯ ნაირმა განაცხადა.

FXX K – „ფერარი ლაფერარი“ სტეროიდებზე

1,050PS Ferrari FXX K Is a LaFerrari on Steroids
7 დეკემბერი
„სტეროიდების“ წყალობით, ამ ავტომობილის პილოტის განკარგულებაში 1050 ცხენის ძალაა. მის სისხლძარღვებში ადრენალინის მოზღვავებას კი მარტო ის ხმაც განაპირობებს, როგორიც ფორმულა ერთს სანატრელი გაუხდა. მარანელოში მხოლოდ 40 ცალი FXX K-ს დამზადებას აპირებენ და მისი სიძვირის მიუხედავად, ყველაზე შეკვეთა უკვე მიღებულია. სახელში K სისტემა KERS-ს (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) აღნიშნავს, რომელიც სიმძლავრის გასაზრდელადაა გამოყენებული.

Friday, December 5, 2014

„ბეემვე i8“ „ტოპ გიარის“ წლის რჩეულია

The BMW i8 is Top Gear’s 2014 Car of the Year
5 დეკემბერი
„ბეემვე i8“ ძვირი ელექტრომობილია, უფრო სწორედ, პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, რომელიც სიძვირის მიუხედავად, იმდენად პოპულარულია, რომ ბავარიული კომპანია მისი წარმოების გაზრდას აპირებს. პარალელურად, i8-ს აღიარებაც არ აკლია. ახლახანს ის წლის საუკეთესო ავტომობილად, ბრიტანულმა ჟურნალმა და გადაცემა „ტოპ გიარმა“ დაასახელა.

„ფერარი სერჯოს“ სერიული ვერსია

New Ferrari Sergio Revealed; Gets Toned Down in Production Form
5 დეკემბერი
ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე, ატელიე „პინინფარინამ“ და „ფერარიმ“ ერთობლივი კონცეპტუალური მოდელი „სერჯო“ წარადგინეს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე გარდაცვლილ სახელოვან დიზაინერ სერჯო პინინფარინას ხსოვნას და „ფერარისა“ და „პინინფარინას“ შორის თანამშრომლობის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს ავტომობილი, სერიული „ფერარი 458 სპაიდერის“ ბაზაზე აიგო და თავისი ძალიან დახვეწილი გარეგნობითაა გამორჩეული.

„სებასტიან ლოებ რეისინგი“ LMP3 პროტოტიპს დაამზადებს

Sebastien Loeb Racing to produce LMP3 prototype for ELMS
5 დეკემბერი
რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოების გუნდმა, გერმანულმა საინჟინრო ატელიე ADESS-მა და ფრანგულმა ჯგუფმა „SORA რეისინგმა“, რომელიც კომპოზიციური მასალების გამოყენებაზეა სპეციალიზებული, ერთობლივი კომპანია „LAS მოტორსპორტი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც ლე მანის ევროპულ სერიაში მონაწილე გუნდებისთვის, LMP3 კლასის სარბოლ პროტოტიპებს გამოუშვებს. სარბოლი ავტომობილი „ნისანის“ ძრავით აღიჭურვება.