Friday, December 5, 2014

„სებასტიან ლოებ რეისინგი“ LMP3 პროტოტიპს დაამზადებს

Sebastien Loeb Racing to produce LMP3 prototype for ELMS
5 დეკემბერი
რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოების გუნდმა, გერმანულმა საინჟინრო ატელიე ADESS-მა და ფრანგულმა ჯგუფმა „SORA რეისინგმა“, რომელიც კომპოზიციური მასალების გამოყენებაზეა სპეციალიზებული, ერთობლივი კომპანია „LAS მოტორსპორტი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც ლე მანის ევროპულ სერიაში მონაწილე გუნდებისთვის, LMP3 კლასის სარბოლ პროტოტიპებს გამოუშვებს. სარბოლი ავტომობილი „ნისანის“ ძრავით აღიჭურვება.
სამმხრივი შეთანხმებით, სარბოლი ავტომობილების წარმოებას და განვითარებას „სებასტიან ლოებ რეისინგი“ გაუძღვება. ADESS-ზეა (სწორედ მისი შემუშავებულია 2013 წლის „ლოტუს T128“ - LMP2 პროტოტიპი) პროექტის შემუშავება და ავტომობილის ჰომოლოგაციასთან დაკავშირებული პროცედურები, SORA კი კომპოზიცური მასალებით, სხვადასხვა დეტალებს და რაც მთავარია, მზიდ მონოკოკს დაამზადებს.
აღსანიშნავია, რომ ADESS-მა და SORA-მ სარბოლ ავტომობილზე მუშაობა მარტში დაიწყეს. როგორც გერმანული ატელიეს შეფი შტეფან ქოსე ამბობს, სებასტიან ლოების გუნდს გამძლეობაზე რბოლებში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი, რაც სარბოლი ავტომობილის შემუშავებას დააჩქარებს და რაც მთავარია, მისი კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელიც იქნება.
ავტომობილის თებერვალში დაიწყება, როცა „ნისანი“ „LAS მოტორსპორტს“ თავის 5.0-ლიტრიან V8 ძრავს და ტრანსმისია „Xტრეკს“ მიაწვდის. ქოსე არ გამორიცხავს, რომ სარბოლი ავტომობილის გარდა, პარტნიორებმა სატრეკო დღეებისთვის განკუთვნილი ავტომობილიც გამოუშვან. უფრო მეტიც, ასეთი ავტომობილი შესაძლოა უფრო ადრეც გახდეს ხემისაწვდომი.
ლოები ამბობს, რომ მისი გუნდი LMP3 კლასის ავტომობილებით რბოლებში მონაწილეობას არ აპირებს. სხვათა შორის, „სებასტიან ლოებ რეისინგი“ სხვადასხვა კლასის რბლებში მონაწილეობს, მათ შორის, 2012 და 2014 წლების სეზონებში, ლე მანის ევროპულ სერიაში, LMP2 კლასში მონაწილეობდა. ლეგენდარული ფრანგი მრბოლი ამბობს, რომ LMP3 კლასში მონაწილეობას იმ მარტივი მიზეზი გამო არ აპირებს, რომ არ სურს ამ ავტომობილის მომხმარებელ გუნდბთან კონკურენცია. რა დროსაც, გასაგები მიზეზების გამო, მწარმოებელს უპირატესობა ექნება.

No comments:

Post a Comment