First Production 2016 Ford Mustang Shelby GT350
Going to Auction
29 დეკემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ახალი თაობის „მუსტანგ
შელბი GT350-ის“ პირველ ეგზემპლარს, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე გაიტანს, რომელიც
ქალაქ სკოტსდეილში (შტატი არიზონა) 17 იანვარს გაიმართებს. ავტომობილის გაყიდვით
მიღებული თანხა, „მოზარდთა დაბეტის კვლევის ფონდს“ (JDRF) გადაეცემა, რომელიც
პირველი ტიპის დიაბეტის კვლევის მოწინავე ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში. აუქციონზე
გამოტანილ ავტომობილზე დატანილია „ფორდის“ იმ ინჟინერთა ხელმოწერები, რომლებიც ამ
ავტომობილის შექმნაში მონაწილეობდნენ.
„შელბი GT350“ აღჭურვილია ცისფერი ოვალის პირველი V8
ძრავით, რომელსაც ეგრეთ წოდებული ბრტყელი მუხლა ლილვი აქვს. ასე მოიხსენიებენ
ძრავებს, რომელთა მრუდმხარებს შორის 180 გრადუსია და არა 90 გრადუსი. როგორც წესი,
ბრტყელ მუხლა ლილვიან ძრავებს, სარბოლო დანიშნულებით და ევროპულ ეგზტიკურ სპორტულ ავტომობილებზე
იყენებენ.
მოკლედ, ძრავია 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომელიც
500 ცხენის ძალაზე მეტს და 542 ნიუტონმეტრზე მეტს გამოიმუშავებს. ამ მონაცემებით,
ეს ამერიკული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ატმოსფერული აგრეგატია.
ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
„შელბი GT350-ის“ აღჭურვილობაში შედის „ტორსენის“ გაზრდილი
ხახუნის დიფერენციალი, რომელიც მოსახვევის და სწორი მონაკვეთების გავლისას ჩაჭიდებას
აუმჯობესებს. ავტომობილი ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ 19-დუიმიან ბორბლებზე
დგას, რომლებიც „მიშლენის“ მარკა „პაილოტ სუპერ სპორტის“ რეზინითაა შემოსილი.
გარდა ამისა, საკიდარში გამოყენებულია მუდმივად კონტროლირებადი მაგნიტური
ამორტიზატორები „მაგნერაიდ“. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა. წინ 394-მილიმეტრიანი
დისკოებით და ექვსცილინდრიანი დამჭერებით, უკან კი - 380-მილიმეტრიანი დისკოებით
და ოთხცილინდრიანი დამჭერებით.
„ფორდი“
და „შელბი“ ჯერჯერობით თავიანთი ახალი შედევრის დინამიკურ მახასიათებლებს არ
ავრცელებენ.
No comments:
Post a Comment