New GLE Coupe is Mercedes' Solution to its BMW X6
Problem
10 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილი, სპორტული
ქროსოვერი „GLE კუპე“ გაგვაცნო, რომლითაც კონკურენციას „ბეემვეს“ პოპულარულ X6-ს
გაუწევს. თავისი „გამოცდილი“ კონკურენტის მსგავსად, ახალ სამქიმიანსაც უკნისკენ
დახრილი სახურავი გამოარჩევს. ის ახალი ML-ის კლასის უგზოობის მოდელის ბაზაზეა
დამყნობილი, რომელიც მომავალი წლიდან GLE-ს სახელით გაიყიდება.
„მერსედეს-ბენცის“ ახალი ავტომობილი, კონცეპტუალური
„კონცეპტ კუპეს“ სტილშია შესრულებული, რომელიც გერმანულმა კომპანიამ პეკინის ავტო
სალონზე გვიჩვენა. რა თქმა უნდა, ზოგი რამ შეიცვალა. მაგალითად, სერიულ
ავტომობილზე არ გადაინაცვლა უკანა მთლიანმა ფარებმა. სერიულ მოდელზე მათ, ისევე
როგორც წინა ფარებს, დაახლოებით „S-კლას კუპეს“ ფარების ფორმა აქვთ.
გარეგნულად, ახალი ავტომობილი საბაზო საშუალო ზომის
უგზოობის მოდელისგან ძლიერ განსხვავდება, თუმცა ინტერიერის მხრივ, ისინი
პრაქტიკულად იდენტურია. სიახლეა ელექტრონკის მართვის ახალი გადამრთველები და
ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში მოთავსებული ზორბა სენსორული ეკრანი, რომელიც ინფოტაინმენტ
სისტემა „კომანდის“ ნაწილია. და რა თქმა უნდა, სალონის უკანა ნაწილში, სახურავი
ცოტა დაბალია, რაც მაღლებისთვის მცირე უხერხულობას შექმნის.
მართალია, „GLE კუპე“ იმავე შასიზეა ბაზირებული,
რომელზეც განახლებული ML, მაგრამ მოდიფიკაცია ჩაუტარდა მის საკიდარს, საჭის სისტემას
და ელექტრონულ სისტემებს, რაც ავტომობილის მართვადობას და აღქმას აუმჯობესებს. ავტომობილის
გაბარიტებია: სიგრძე 4 900 მილიმეტრი, სიგანე 2 003 მილიმეტრი, სიმაღლე 1 731
მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 2 915 მილიმეტრია.
ავტომობილის ძრავების გამაში ბენზინის ორი და დიზელის
ერთი აგრეგატი შევიდა. სამივე ძრავთან 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
„9G-ტრონიკია“ დაკავშირებული, რომლისგანაც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს მუდმივი
მოდების მქონე სრულ ამძრავიანი სისტემა „9G-მატიკი“ უნაწილებს. ყველა შემთხვევაში,
ტრანსმისია განსხვავებულადაა მომართული.
სამივე ძრავი 3.0-ლიტრიანია. მათგან ბენზინს
აგრეგატებს წყვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება, დიზელს კი - მხოლოდ ერთი. სამივეს
V6 არქიტექტურა აქვს. დიზელის აგრეგატი 258 ცხენის ძალას და 620 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით აღჭურვილი ვერსიის ინდექსია GLE 350 d. ბენზინის 3.0-ლიტრიანი
წყვილ ტურბოიანი V6-ის სიმძლავრე 333 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 480
ნიუტონმეტრი. ამ აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილის ინდექსია GLE 400.
დებიუტის მომენტში ყველაზე მძლავრი ვერსია GLE 450
AMG იქნება. მისი 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 (რა თქმა უნდა ბენზინის) 367 ცხენის
ძალას და 520 ნიუტონმეტრს იძლევა. პირველ ორ ვერსიაზე, წინა და უკანა ბორბლებს
შორის მომენტი 50:50-ზე პროპორციით ნაწილდება. GLE 450 AMG-ზე კი მომენტის 60
პროცენტს უკანა ბორბლები ღებულობს. ამავე ვერსიას ემსახურება სისტემა „დაინემიკ
სელექტი“, რომელის ავტომობილის სხვადასხვა კვანძებს და სისტემებს, ხუთ
განსხვავებულ რეჟიმში ამუშავებს. ესენია: ინდივიდუალი, კომფორტი, სლიპერი, სპორტი
და სპორტ პლუს.
ვერსია GLE 450 AMG ასევე სპეციფიკურ აეროდინამიკურ
კიტ-კომპლექტს მიიღებს, რომელშიც წინა და უკანა ეგრეთ წოდებული წინსაფრები და
უკანა მომცრო სპოილერი შედის. ავტომობილი 21-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან
წინები 275/45 R 21, უკანები კი 315/40 R 21 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ოპციის
სახით კი მყიდველს ასევე 22-დუიმიან ბორბლებს შესთავაზებენ, 285/40 R 22 (წინ) და 325/35
R 22 (უკან) ზომის რეზინით.
მომავალში ასევე იგეგმება კიდევ უფრო
ტემპერამენტიან ვერსია GLE 63 AMG-ს გამოშვება, რომელიც კონკურენციას „ბეემვე X6M-ს“
გაუწევს. ეს ავტომობილი 5.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8
ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 570 ცხენის ძალაა.
„GLE კუპე“-ს მსოფლიო პრემიერა დეტროიტის მოტორ
შოუზე გაიმართება, ბაზარზე კი ის მესამე კვარტალში გამოვა.
No comments:
Post a Comment