EDAG's New Light Cocoon Concept to Hatch in
Geneva
14 დეკემბერი
ინჟინირინგზე სპეციალიზებულმა გერმანულმა ატელიე EDAG-მ
კიდევ ერთი საოცარი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც შესაძლოა მალე საავტომობილო
მრეწველობაში დაინერგოს. ეს ტექნოლოგია კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილის სახით
წარმოადგინა, რომელსაც „ლაით კოკონი“ (მსუბუქი ნაჭუჭი) ეწოდა. და ამ ავტომობილს
ფართო საზოგადოებას ჟენევის მოტორ შოუზე წარუდგენს.
EDAG-მა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე ავტომობილის
კონცეპტუალური სკულპტურა „ჯენეზისი“ წარადგინა, რომელიც კომპანიის ახალი ტექნოლოგიის
პირველი დემონსტრირება გახდა. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ ძარის და მზიდი
სტრუქტურის წარმოებისთვის კუს ჯავშნის მსგავსი კონსტრუქციის გამოყენებას
ითვალისწინებს. ამ კონსტრუქციის მთავარი ნაწილი მისი ჩონჩხისებრი სტრუქტურაა,
რომელსაც გარს თხელი აპკი აკრავს. ეს არის მონოლითური კონსტრუქცია, რომელიც
სიმსუბუქით და სიმტკიცით გამოირჩევა.
კონცეპტის ძარის გარე აპკი, რომელიც გარემოსადმი
მედეგია, EDAG-ის პარტნიორმა, ტურისტული ეკიპირების სპეციალისტმა ჯეკ ვოლფსკინმა დაამზადა.
მან ამისათვის სპეციალური ტექსტილი, „ტექსაპორ სოფტშელი“ გამოიყენა, რაც ძალიან
თხელი, მსუბუქი (ასლის ქაღალდზე ოთხჯერ მსუბუქია) და გამძლე მასალაა. ამჯერად EDAG-ის
სპეციალისტებმა კუს ჯავშნის სტრუქტურის ნაცვლად, მზიდი სტრუქტურის შემუშავებისას, შთაგონების
წყაროდ ფოთლის აგებულება გამოიყენეს. ეს სტრუქტურა კი სამგანზომილებიან პრინტერზე „ამობეჭდეს“.
EDAG-ის
მთავარი ინჟინერი იორგ ოლსენი ამბობს, რომ ძარის წარმოებისას ტექსტილის გამოყენება
მეტისმეტად ფუტურისტულად ჟღერს, თუმცა მაინც განსაკუთრებული თვისებით გამოირჩევა -
მისი ყოველი კვადრატული მეტრი მხოლოდ 19 გრამს იწონის!
No comments:
Post a Comment