Tuesday, December 16, 2014

კონკურს ევროპის წლის ავტომობილის ფინალისტები

BMW 2 Active, Citroen Cactus Among Finalists for 2015 European Car Of The Year
16 დეკემბერი
კონკურს „ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის“ ჟიურიმ, ფინალისტი შვიდული აირჩია. წლის ავტომობილის საპატიო წოდებისთვის იბრძოლებენ: „ბეემვეს“ მეორე სერიის მინივენი „ექტივ ტურერი“, მეორე თაობის ქროსოვერი „ნისან ქაშკაი“, ასევე ქროსოვერი „სიტროენ C4 კაქტუსი“, პატარა ჰეჩბეკი „რენო ტვინგო“, „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის სედანი, ასევე ორი სედანი - „ფორდ მონდეო“ და „ფოლკსვაგენ პასატი“.
ამათგან ყველაზე უცნაური შესაძლოა ბავარიული ავტომობილია და აი, რატომ: ეს არის „ბეემვეს“ პირველი წინა ამძრავიანი ავტომობილი და იმავდროულად, პირველი მინივენი. მართალია, კომპანიის თაყვანისმცემლები ამ ავტომობილს ალმაცერად უყურებენ, ტესტებმა აჩვენა, რომ ის „ბეემვეს“ ოჯახის ღირსეული წევრია.
„ქაშკაის“ დახასიათება არც სჭირდება. მისი პირველი თაობა, კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია და ახლა ესტაფეტას მეორე თაობა ჩაიბარებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას გაცილებით მკაცრი კონკურენციის გაძლება მოუწევს.
„რენო ტვინგოც“ გამორჩეულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს პატარა ავტომობილი უკანა ამძრავიანია. სხვათა შორის, ამ პატარას ახლო ნათესავ „კლიოს“ წლის ავტომობილის წოდება ორჯერ აქვს მოპოვებული. მისი მთავარი ღირსება სიიაფეა. „C4 კაქტუსიც“ საინტერესო ექსპონატია. ამ ავტომობილს, გვერდებზე განლაგებული მინი ბალიშები გამოარჩევს. ორივე ავტომობილი პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს.
„მონდეოს“ და „პასატს“ ახალი ტექნოლოგიები გამოარჩევს. კომფორტი და ეფექტურობა - ამ ორი ავტომობილის მოკლე დახასიათებისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვებია. ორივე პრემიუმ სეგმენტისგან ერთ ნაბიჯშია. ფინალისტთაგან ამ სეგმენტის ერთადერთი ბინადარი კი მეოთხე თაობის C-კლასია.
ამჯერად ფინალში ვერც ელექტრომობილი მოხვდა და ვერც ჰიბრიდული ავტომობილი. არადა, იმავე ბავარელებმა ასეთი ორი გამოუშვეს... საერთოდ, ევროპულ კონკურსში ყველაზე მეტად სწორედ ეკონომიურსა და ხელმისაწვდომ ავტომობილებს სწყალობენ. თუმცა, სამივე სედანი იმდენად გამორჩეულია, რომ გამარჯვების რეალური შანსი ექნებათ.
საუკეთესოს სახელს ჟიური ჟენევის მოტორ შოუს პირველ დღეს, მარტში გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment