დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 8, 2014

ფელიპე მასა ტიტულს უმიზნებს

Bullish Massa targeting 2015 title
8 დეკემბერი
ფელიპე მასა მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს. მას შემდეგ, რაც „ფერარიდან“ გამოუშვეს, ბრაზილიელმა გასულ სეზონში „უილიამსის“ ბოლიდით დაამტკიცა, რომ ჯერ მისი ჩამოწერა ნაადრევია. ბრიტანულმა გუნდმაც, მერსედესის“ ძრავების დახმარებით შეძლო გამოცოცხლება. მართალია, მასას უფრო ხშირად თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელის, ფინელი ვალტერი ბოტასის ჩრდილში ყოფნა უწევდა, მაგრამ დარწმუნებულა, რომ მას სიჩქარეში არ ჩამორჩება.
„სეზონის პირველ ნაწილში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც ბევრი ქულა და კარგი შედეგი დამაკარგვინა. მაგრამ მთავარია, რომ ჩემპიონატის ბოლოს ძალიან კონკურენტუნარიანი მანქანა გვქონდა. სეზონის მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ და მომავალ სეზონს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, უკეთესი სეზონი, უფრო კონკურენტუნარიანი მანქანა გვექნება, რაც გამარჯვებისთვის და ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მოგვცემს. გამარჯვებისთვის ამ სეზონის ბოლო რბოლაშიც ვიბრძოლე და იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ინტერლაგუშსა და აბუ დაბიში, ჩემპიონატის მოგების შანსით ჩავალთ“, - გამოცემა „გლობო ეშპორტესთან“ საუბრისას განაცხადა მასამ.
შესაძლოა, ბრაზილიელ პილოტს ეს ოპტიმიზმი ზოგმა მეტისმეტ ამბიციურობად ჩაუთვალოს, მაგრამ თავად მასა ირწმუნება, რომ ახალ სეზონში უკეთეს „უილიამსს“ ელის, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსს მისცემს. რეგლამენტი ბევრით არ იცვლება, რაც იმ გუნდებს, რომლებსაც კონკურენტუნარიანი მანქანები ჰქონდათ, მოწინავეთა შორის დარჩენის რეალურ საფუძველს მისცემს. თუმცა, ახალი სეზნ მაინც ახალი მანქანა, ახალი სიტუაციაა და წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია“, - დასძენს მასა.

No comments:

Post a Comment