Sunday, December 14, 2014

„ნისან ლიფი“ და სხვა არაფერი!

Nissan Leaf Owners Never Want to Drive Combustion Engines Again
14 დეკემბერი
„ნისანის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მის ელექტრომობილ „ლიფის“ მფლობელები აღარ აპირებენ შიდაწვისძრავიან ავტომობილზე გადასვლას. კვლევის დროს, მარკეტოლოგებმა ელექტრომობილის 6 500 მფლობელი გამოჰკითხეს. მათგან ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ელექტრომობილი უფრო მოსახერხებელია ექსპლუატაციისას, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი. მთავარი არგუმენტი, არნახულად მცირე საექსპლუატაციო ხარჯებია.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითქმის ყველა გამოკითხულმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს შიდაწვისძრავიანი ავტომობილის ყიდვას. მათთვის „ლიფი“ ყოველდღიური მოხმარების საშუალებაა. იაპონური კომპანიის ინფორმაციით, „ლიფით“ ყოველი მილის (დაახლოებით 1.6 კილომეტრი) გავლა 2 ბრიტანული პენსი ღირს. ეს ფასი გამოთვლილია იმ ფასის შესაბამისად, რაც ბრიტანეთში ელექტრო ენერგია ღამის საათებში ღირს. ამ ავტომობილის ელემენტების სრულად დამუხტვას 7 საათი სჭირდება, რომელთაგან 6 საათი ექცევა იაფი ტარიფის პერიოდში. ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა დაახლოებით 200 კილომეტრის გავლა შეძლოს.
გამოიკითხულთა 89 პროცენტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი თანხებს ზოგავს თავისი ელექტრომობილის ექსპლუატაციისას. დანარჩენი 11 პროცენტი ამას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ამბობს, რომ ისინი თავისი ელექტრომობილით იშვიათად სარგებლობენ. ერთმა მფლობელმა დაიანგარიშა კიდეც, რომ 400 გირვანქა სტერლინგით დაახლოებით 22 000 მილი (დაახლოებით 35 000 კილომეტრი!) აქვს გავლილი.
ბევრმა მფლობელმა თავისი „ლიფი“ ოჯახის მეორე ავტომობილად იყიდა. თავიდან ისინი შიშობდნენ, რომ სვლის მცირე სიშორის გამო, ელექტრომობილით ყოველდღიურად ვერ ისარგებლებდნენ. მაგრამ ძალიან მალე მათ აღმოაჩინეს, რომ ასე არ არის და მათთვის „ლიფი“ ძირითად ავტომობილად იქცა. ასეა ყოველი 10გამოკითხულიდან 9, ანუ გამოკითხულთა 93 პროცენტი. ესენი ამ ელექტრომობილით დადიან შოპინგზე, სამსახურში, დაჰყავთ შვილები სკოლაში. ბევრი ქალაქგარეთაც გადის. ერთმა გამოკითხულმა თავისი „ასტონ მარტინი“ გაჰყიდა და მიღებული ფულით ორი „ნისანი ლიფი“ შეიძინა. ერთი თავისთვის და ერთიც მეუღლისთვის...
„ნისანი“ მალე „ლიფის“ მეორე თაობას გამოუშვებს. და როგორც წინასწარ გვპირდება, ელექტრომობილს ორჯერ მეტი სვლის სიშორე ექნება. ამას ელემენტების ტევადობის გაზრდის ხარჯზე მიაღწევენ და არა მათი რიცხვის (და შესაბამისად, ელემენტების ბლოკის წონის ზრდის) გაზრდით. შემცირდება დამუხტვის დრო და ელემენტების ფასი.

No comments:

Post a Comment