Suzuki Unveils All-New Alto Kei Car in Japan,
Averages 2.7 L/100 KM
23 დეკემბერი
„სუზუკიმ“ იაპონიის ბაზარზე ახალი, მერვე თაობის „ალტო“
გამოიტანა. ეს ავტომობილი იაპონური კომპანიის უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული, წინამორბედზე
დაახლოებით 60 კილოგრამით მსუბუქია და როგორც „სუზუკი“ ამბობს, იაპონიის ბაზარზე,
ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორის, ყველაზე ნაკლები ხარჯითაც გამოირჩევა.
ავტომობილს ერთი ლიტრი საწვავით ქალაქში 37.0
კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც 100 კილომეტრზე 2.7 ლიტრის ექვივალენტურია. საბაზო
შესრულებით, ავტომობილს წინა წამყვანი ბორბლები აქვს, 0.66-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავთან
ხუთსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ავტომობილი კი სულ
რაღაც, 610 კილოგრამს იწონის.
ახალი „სუზუკი ალტო“ ძალიან მცირე გაბარიტებით
გამოირჩევა და რეტრო სტილშია შესრულებული. მაგრამ როგორც მწარმოებელი ამბობს, გარე
გაბარიტებისთვის შეუფერებლად ფართო სალონით გამოირჩევა. მისი სალონის სიგრძე 2040
მილიმეტრია, რითაც თავის კლასში ყველაზე გრძელია. ინჟინრებმა ამას ბორბლებს შორის გრძელი
(წინამორბედთან შედარებით) ბაზით (2460 მილიმეტრი) მიაღწიეს. „ალტო“ ეგრეთ წოდებული
ორმოცულობიანი მინი ავტომობილია, რომლის სიმაღლეც 1550 მილიმეტრს აღწევს.
ახალი „ალტო“ აღჭურვილია უსაფრთხოების ახალი
სისტემებით, როგორებიცაა მუხრუჭების დამხმარე სისტემა, შეჯახების შემარბილებელი
დამხმარე სისტემით, აღმარეთში დაგორების საწინააღმდეგო სისტემით, უნებური დაძვრის კონტროლის
სისტემით, ასევე საგანგებო დამუხრუჭების სისტემით.
No comments:
Post a Comment