დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 9, 2014

შემდეგი თაობის „ნისან ლიფს“ გაორმაგებული სვლის სიშორე ექნება

Next Generation Nissan Leaf to Have Double the Range - Disclosed Again
9 დეკემბერი
„ნისან ლიფი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია. ის არც სიმძლავრით გამოირჩევა და არც დახვეწილი გარეგნობით. მაგრამ სამაგიეროდ, არის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი. მას ხშირად ელექტრომობილების სეგმენტის „პრიუსსაც“ უწოდებენ. მისი სვლის სიშორეც ქალაქის პირობებში მისაღებია. მაგრამ მთავარი, რასაც ელექტრომობილის მყიდველი ისურვებდა, მაინც სწორედ სიშორის გაზრდაა.
ახლახანს იაპონური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის „ლიფს“ თითქმის გაორმაგებული სვლის სიშორე ექნება. გამოცემა „დეილი კანბანის“ ინფორმაციით, გონმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამჟამად ისეთ ელემენტებზე მუშაობს, რომელთა ტევადობაც ახლანდელზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.
პირველი თაობის „ლიფს“ ელემენტების ერთი სრული დამუხტვით, ქალაქში 200 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია. ახალი „ლიფი“ 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. ეს თითქმის ის მანძილია, რასაც „ტესლას“ პოპულარული ელექტრული სედანი „მოდელ S“ გადის. ოღონდ, მისი ის ვერსია, რომელიც 85 კილოვატსაათის ტევადობის ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი.
ახალ „ლიფზე“ ელემენტების ბლოკის ზომა იგივე დარჩება. მისი ტევადობა ახალი ტექნოლოგიების წყალობით გაიზრდება. გარდა ამისა, შემცირდება დამუხტვისთვის საჭირო დრო, ფასი და წონა. იაპონური კომპანია ახალი ელემენტების მახასიათებლებს ჯერ არ აკონკრეტებს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ კომპანია ავტომობილის დიზაინის დახვეწასაც გეგმავს.

No comments:

Post a Comment