Lewis Hamilton wins BBC Sports Personality award
after F1 title
16 დეკემბერი
ბიბისი სპორტსმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ლუის
ჰამილტონი დაასახელა. ბრიტანლი პილოტი ამავე გამოკითხვაში ორჯერ (2007 და 2008
წლებში) მეორე ადგილზე გავიდა. ეს ის წლებია, როცა სადებიუტო სეზონშივე მსოფლიოს
ვიცე ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი პირველ ტიტულს დაეუფლა. ამგვარად, კონკურსში დეიმონ
ჰილის გამარჯვების (1996 წელს) შემდეგ, ჰამილტონი პირველი ავტო მრბოლია, ვინც ეს
საპატიო წოდება მოიპოვა.
„სიტყვები არ მყოფნის. პირველ რიგში, მინდა ყველა
ჩემპიონს მივულოცო. ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთ გამორჩეულ და ძალიან ნიჭიერ
ბრიტანლ სპორტსმენებს შორის საუკეთესოდ დამასახელეს. მინდა, ყველას დიდი მადლობა
გადავუხადო, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო. მართალი რომ ვთქვა, ამას არც
ველოდი, რადგან რორი მაკილროის ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა“, - განაცხადა
ჰამილტონმა, ვინც გამოკითხვაში უკან მოიტოვა გოლფში მსოფლიოს პირველი ნომერი რორი მაკილროი.
იმავე გამოკითხვაში, გუნდებს შორის გამარჯვების
რეალური შანსი „მერსედესის“ საჯინიბოსაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მეორე ადგილს
დასჯერდა. მას ინგლისის მორაგბე ქალთა გუნდმა აჯობა, რომელმაც მსოფლიო თასზე
გაიმარჯვა.
No comments:
Post a Comment