დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 31, 2014

„როგორც ფორმულა ერთის ბოლიდი“

James Glickenhaus SCG 003 Track Test Was Like 'Driving An F1 Car'
31 დეკემბერი
ჯეიმს გლიკენჰაუსმა თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, SCG 003-ის ტესტების მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. ტესტები ვაირანოს ტრეკზე (ნაპოლის მახლობლად მდებარეობს) გაიმართა, საჭესთან „ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდის ყოფილი პილოტი, იტალიელი ნიკოლა ლარინი იჯდა.
„ჩვენ ვთხოვეთ ნიკოლას, რომ მხოლოდ ორი წრე გაევლო. მაგრამ ხუთი წრის შემდეგ, ტრასის შუაში გასვლა და იქიდან გაჩერების მითითება დაგვჭირდა მის გასაჩერებლად. ის ძალიან ემოციური იყო. ეს იგივეა, რაც ფორმულა ერთის მანქანა მართო. და სხვებისგან განსხვავებით, მან ეს კარგად იცის“, - ამბობს გლიკენჰაუსი.
ფ1-ის ბოლიდთან მისი სუპერ ავტომობილის შედარება სხვა მხრივაც შეიძლება. SCG 003-ის ხმა ძლიერ ჰგავს ჰიბრიდული ტურბო აგრეგატით აღჭურვილი თანამედროვე ფ1-ის ბოლიდების ხმას. სუპერ ავტომობილის მთავარი აგრეგატი „ჰონდას“ წარმოების ორტურბინიანი V6-ია, რომლის შესახებაც ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
სხვათა შორის, SCG 003-ის სტრუქტურა ისეა დაპროექტებული, რომ მასში V12 ტურბო ძრავის ინტეგრირებაც შეიძლება. სწორედ ამ ტიპის ძრავით აღიჭურვება ამ სუპერ ავტომობილის სამოქალაქო ვერსია. ამასთან, SCG 003 ერთდროულად სარბოლო ავტომობილიც იქნება და სამოქალაქოც. ტრეკიდან გამოსულს, მცირე და სწრაფი მოდიფიკაცია სჭირდება იმისათვის, რომ საერთო სარგებლობის გზაზე გავლის უფლებაც მიიღოს. 
სურათზე რომ ავტომობილი ჩანს, ის ნომერ პირველ შასიზეა აგებული. ამავე ავტომობილს კომპანია „სკუდერია კამერონ გლიკენჰაუსი“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს იქნება SCG 003-ის მსოფლიო პრემიერა, რის შემდეგაც ის ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში (მაისში) მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეო

No comments:

Post a Comment