A Mexican driver is back to Maranello
15 დეკემბერი
„ფერარის“ გუნდში მორიგი სიახლეა - მომავალი სეზონიდან,
მარანელოელთა ტესტ და სარეზერვო პილოტი, მექსიკელი ესტებან გუტიერესი იქნება. მექსიკელმა
პილოტმა გასული სეზონის ბოლოს, „ზაუბერში“ ადგილი დაკარგა, სადაც მის და გერმანელი
ადრიან სუტილის ნაცვლად, შვედი მარკუს ერიქსონი და ბრაზილიელი ფელიპე ნასრი
მიიწვიეს.
„ჩემთვის დიდი პატივია სკუდერია ფერარის ოჯახში
გადასვლა, გუნდში, რომელსაც ასეთი გამორჩეული ისტორია აქვს. ეს ჩემი კარიერის
ახალი დასაწყისია და ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ გუნდს დასახული მიზნების
მიღწევაში დავეხმარო. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ჩემი
შესაძლებლობები ასე შეაფასეს. ეს ჩემი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
და იმედია, მალე მოწინავეთა შორის ვიქნები“, - განაცხადა 23 წლის მექსიკელმა, ვინც
„ზაუბერშიც“ კარიერა ტესტ პილოტად დაიწყო.„ფერარის“ ახალი შეფი მაურიციო არივაბენე ამბობს, რომ გუტიერესის მთავარი საქმიანობა, სიმულატორზე მუშაობა იქნება: „მოხარულნი ვართ, რომ ესტებანს ჩვენთან მუშაობის საშუალება ექნება, რადგან მცირე ასაკის მიუხედავად, მას ფორმულა ერთის ახალი თაობის ავტომობილებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნბული ვარ, სიმულატორზე მუშაობით, ის გუნდის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს“. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძმებ როდრიგესების შემდეგ, მექსიკაში „ფერარის“ ბევრი ფანი ჰყავს.
No comments:
Post a Comment