დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 30, 2014

„ეგოისტა მოტორსი“ ერთადგილიანი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

Egoista Motors Startup Wants to Build This Single Seater with EV or Hybrid Propulsion
30 დეკემბერი
სახელი „ეგოისტა“ შარშან „ლამბორგინიმ“ საკუთარ ერთადგილიან და ერთჯერად სუპერ ავტომობილს უწოდა, რომელიც ახლა მის მუზეუმს ამშვენებს. მალე კი შესაძლოა, ამ სახელით იტალიის და ევროპის გზებზე, სხვა ერთადგილიანი ავტომობილი გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, იტალიური კომპანია „ეგოისტა მოტორსი“ სწორედ ამას აპირებს.
„ეგოისტა მოტორსის“ დამაარსებელმა ლუკა ფაძიმ და კომპანიამ, შეიმუშავეს ფორმულას ტიპის ღიაბორბლიანი, ერთადგილიანი ავტომობილი „EM01 სტრადალე“, რომელიც ორი ვერსიის - ელექტრომობილის და ჰიბრიდული ამძრავი სისტემებით აღიჭურვება. და რაც მთავარია, საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილებისთვის ვარგისი იქნება.
„EM01 სტრადალე“ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია. „ეგოისტა მოტორსი“ ვარაუდობს, რომ მისი ელექტრული ფორმულის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს მიაღწევს, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი ის დაახლოებით 3.0 წამში მოასწრებს. ელექტრული ვერსიის კიტ-კომპლექტი სულ რაღაც, 7 999 ევრო, ან 9 999 დოლარი ეღირება. ელექტრული ვერსიის გარდა, იტალიური კომპანია მყიდველს ჰიბრიდულ ვერსიასაც შესთავაზებს, რომელიც უფრო ძვირი ეღირება. პირველის სვლის სიშორე დაახლოებით 300 კილომეტრი იქნება, მეორისა კი - 450 კილომეტრი.

საერთო სარგებლობის გზებზე ექსპლუატაციისთვის ელექტრულ ფორმულას შესაბამისი ჰომოლოგაცია ესაჭიროება, რისთვისაც „ეგოისტა მოტორსს“ 100 000 დოლარის ინვესტიცია მოუწევს.

No comments:

Post a Comment