Saturday, December 27, 2014

„რენოს“ გუნდს მარიო ილიენი შეუერთდა

Abiteboul hails Renault's Illien tie-up
27 დეკემბერი
მარცხნიდან: მარიო ილიენი, ედრიან ნიუი და კრისტიან ჰორნერი
ახალი სეზონიდან, ძრავებზე მუშაობისას, „რენოს“ პარტნიორობას მარიო ილიენი და მისი კომპანია „ილმორი“ გაუწევენ, რომელიც ადრე „მერსედესის“ ძრავებზე მუშაობდა. „რენოს“ ფ1-ის შეფი სირილ აბიტბული არ აკონკრეტებს, თუ რა სამუშაოს შეასრულებს „ილმორი“.
ფრანგული კომპანიისა და მისი პარტნიორი გუნდებისთვის, V6 ტურბო ძრავების ეპოქა წარუმატებლად დაიწყო. „რენოს“ მთავარმა პარტნიორმა „რედ ბულმა“, ზედიზედ ოთხი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, გასულ სეზონში მხოლოდ სამი რბოლის მოგება შეძლო.
აბუ დაბიში, სეზონის ბოლო რბოლის დღეებში, „რედ ბულის“ საპატიო სტუმრებს შორის, მარიო ილიენიც იმყოფებოდა. ეს კაცი „მერსედესის“ ძრავებზე მანამ მუშაობდა, სანამ გერმანული კომპანია მისი კომპანიის აქციებს სრულად შეისყიდდა. ილიენმა ინდიქარში, „ჰონდას“ ძრავებზე მუშაობა გააგრძელა, შემდეგ კი მოტო გრანპრიში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი სარბოლო მოტოციკლი X3 გამოიყვანა.
აბიტბული ილიენთან თანამშრომლობას იმედით უყურებს. მისი თქმით, ილიენი შეუდარებელია გადაწყვეტილებების გაანალიზების დროს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ისეთ რთული ჰიბრიდული სისტემის შექმნა, როგორებიც ფ1-ში გამოიყენება, შუა საფრანგეთში შეუძლებელია.
„ჩვენთან არაა ისეთივე „მოტორსპორტული ზეგანი“, როგორიც ინგლისშია. იქ პაბებში საღამობით სხვადასხვა კომპანიის ინჟინრები ლუდის დასალევად ხვდებიან ერთმანეთს“, - ამბობს აბიტბული.

No comments:

Post a Comment