Renault could quit amid current engine rules -
Horner
3 დეკემბერი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია,
რომ თუ ძრავების რეგლამენტი არ შეიცვლება, ფორმულა ერთს ძრავების მწარმოებლები
დატოვებენ და არც სხვები ეცდებიან საკუთარი პროექტების წამოწყებას. ის კონკრეტულად
„რენოს“ გულისხმობს და ფორმულა ერთს რეგლამენტის უფრო მარტივი, 2.4-ლიტრიანი V6 ძრავების
რეგლამენტის მიღებას ურჩევს. თუმცა, ასეთი რეგლამენტის შემოღებას FIA-ს პრეზიდენტმა
ჟან ტოდტმა ნონსენსი უწოდა.
თავის მხრივ, ამ სეზონის ტრიუმფატორი „მერსედესიც“
იმუქრება, რომ რეგლამენტის შეცვლის შემთხვევაში, თავად დატოვებს ფ1-ს. და მაინც,
ჰორნერი თვლის, რომ საჭიროა ახლავე დაიწყოს ფ1-ის 2016 წლის სეზონისთვის
რეგლამენტის შემუშავება, რომელიც კონსენსუსზე იქნება დამყარებული.
„თუ ძრავების შემუშავებისთვის საჭირო ფასების ზრდა
გაგრძელდება, ახალი მწარმოებლების მოზიდვას ვერ შევძლებთ და ზოგ მწარმოებელსაც
დავკარგავთ“, - ამბობს ჰორნერი, ვინც ესპანურ „ელ კონფიდნცალთან“ საუბრისას
დააკონკრეტა, რომ წამსვლელ მწარმოებელში „რენოს“ და კიდევ ერთ, ან ორ კომპანიას გულისხმობდა.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სპორტისთვის კარგი იქნება და არა ის, რაც ერთ
მწარმოებელს აწყობს“, - დასძენს „რედ ბულის“ შეფი.
„ეს ძრავები არაა საუკეთესო სარბოლო ძრავები. ეს
წესები 2016 წლის სეზონისთვის უცვლელად არ უნდა დავტოვოთ. უნდა შევამციროთ
პილოტთან კომუნიკაციის დონე, რაც ენერგიის ხარჯვის კონტროლს ეხება და ეს საქმე
თავად მრბოლს უნდა მივანდოთ. ხალხი რბოლებისადმი ინტერესს კარგავს და რაღაც უნდა
შევცვალოთ, რომ ეს ტენდენცია გაჩერდეს“, - ამბობს ჰორნერი.
ამაზე
„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა უპასუხა: „კრისტიანმა „რენოს“ მაგივრად არ უნდა
ილაპარაკოს. „იქნებ, წასვლაზე როცა ლაპარაკობს, „რედ ბულს“ გულისხმობს და არა ძრავების
მიმწოდებელს“, - ამბობს ვოლფი.
No comments:
Post a Comment