Maserati Details Alfieri, Will Rival Porsche 911
and Jaguar F-Type from 2016
10 დეკემბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მაზერატი“
კონცეპტუალური „ალფიერის“ სერიულად გამოშვებას (2016 წელს) აპირებს, ადრევე
გავრცელდა. ახლახანს კი კომპანიამ თავისი მომავალი სიახლის შესახებ მცირე
ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჯერ ერთი ის, რომ ავტომობილი სახელს შეინარჩუნებს.
კომპანია თვლის, რომ ეს არ იქნება მისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, თუმცა დიდი
შანსია იმისა, რომ კომპანიის სახე გახდეს. და ის კონკურენციას „პორშე 911-ს“ და „იაგუარ
F-ტაიპს“ გაუწევს.
„მაზერატის“ ბრიტანული შტოს მარკეტინგის შეფი ჯეიმს
კოუენი ამბობს, რომ მისი კომპანია ბაზარზე ჯერ უგზოობის „ლევანტეს“ გამოუშვებს,
შემდეგ კი „ალფიერის“ ჯერიც დადგება. „ჩვენ არ ველით, რომ მასზე რიგები დადგება.
მაგრამ ამ ავტომობილში „მაზერატის“ ყველა ღირებულებას ჩავაქსოვთ, რომლებიც
კომპანიის საფუძველს წარმოადგენს. ეს იქნება ჩვენი საიმიჯო ავტომობილი, რომელიც
მომხმარებელს ჩვენს შოურუმებში მიიზიდავს“, - ამბობს კოუენი.
ის დასძენს, რომ მართალია, „ალფიერი“ კონკურენციას „პორშე
911-ს“ და „იაგუარ F-ტაიპს“ გაუწევს, მაგრამ მათზე გაცილებით მდიდრული და
ექსკლუზიურიც იქნება. კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებით, სერიული „ალფიერი“
არ აიგება „გრან ტურიზმოს“ პლატფორმაზე. მისთვის მოდიფიკაცია ჩაუტარდება
არქიტექტურას, რომელზეც „გიბლი“ და „კვატროპორტეა“ ბაზირებული.
საბაზო
დონის უკანა ამძრავიანი კუპე აღიჭურვება 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომლის
სიმძლავრეც 404 ცხენის ძალაა. გარდა
ამისა, მოდენელები ამ ავტომობილის სრულ ამძრავიან ვერსიებსაც გამოუშვებენ,
რომლებიც იმავე ძრავის ფორსირებული ვარიანტებით აღიჭურვება. მათგან ერთის
სიმძლავრე 444 ცხენის ძალას მიაღწევს, მეორისა კი - 513 ცხენის ძალას. „ალფიერი“ პირველად
ბაზარზე კუპეს ძარით გამოვა, შემდეგ კი მას კაბრიოლეტიც მოჰყვება, რომელიც იმავე
ძრავებით აღიჭურვება. ევროპაში ავტომობილი 90 000 ევროზე ძვირი ეღირება.
No comments:
Post a Comment