New Ferrari Sergio Revealed; Gets Toned Down in
Production Form
5 დეკემბერი
ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე, ატელიე „პინინფარინამ“
და „ფერარიმ“ ერთობლივი კონცეპტუალური მოდელი „სერჯო“ წარადგინეს, რომელიც რამდენიმე
თვით ადრე გარდაცვლილ სახელოვან დიზაინერ სერჯო პინინფარინას ხსოვნას და „ფერარისა“
და „პინინფარინას“ შორის თანამშრომლობის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს ავტომობილი,
სერიული „ფერარი 458 სპაიდერის“ ბაზაზე აიგო და თავისი ძალიან დახვეწილი გარეგნობითაა
გამორჩეული.
„ფერარი სერჯო“ აღჭურვილია იმავე 4.5-ლიტრიანი
ატმოსფერული V8 ძრავით, რომელიც „458 სპეჩალესაც“ ამოძრავებს. ამ ძრავის სიმძლავრე
605 ცხენის ძალაა და ის ექსკლუზიურ ავტომობილსაც ზუსტად ისეთსავე დინამიკურ მახასიათებლებს
ანიჭებს, როგორიც დონორ სუპერ ავტომობილს აქვს. კონკრეტულად, „სერჯოს“ ადგილიდან
ასის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის.
ავტომობილის ძირითად ფერი წითელია, რომელთანც ძარის
რუხი ელემენტებია შეხამებული. ბორბლები კი ბრინჯაოსფერშია გამოწყობილი.
კონცეპტისგან განსხვავებით, „სერჯოს“ საწარმოო ვერსიას სხვანაირი ფარები (წინაც და
უკანაც) და ბამპერები აქვს, რამაც კონცეპტის ბრწყინვალება გააუფერულა. თუმცა,
წინსკენ დახრილი უკანა საყრდენი დარჩა და ის ამ ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული თავისებურებაა.
სალონში შავი ფერი დომინირებს - ამ ფერშია
შესრულებული მაჩვენებლების დაფა და კონსოლი, ასევე კარბონისგან დამზადებული
ელემენტები და ალკანტარით გაწყობილი სავარძლები. შავ ფერს იდეალურად ერწყმის
წითელი ზოლები და ნაკერები, რომლებიც ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს.
სულ ექვსი ცალი „ფერარი სერჯოს“ წარმოება იგეგმება.
მარანელოელებს ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვთ. ყველა მათგანის
დამზადებისა და გაფორმებისას, მწარმოებელი შემკვეთის ინდივიდუალურ მოთხოვნებსაც
შეასრულებს. ყველა ავტომობილს „პინინფარინა“ თავის კამბიანოს ქარხანაში დაამზადებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, თითოეული ავტომობილი დაახლოებით 2.5 მილიონი გირვანქა
სტერლინგი ეღირება.
No comments:
Post a Comment