დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 1, 2014

„პროლოგი“ - „აუდის“ მომავალი სახე

Audi Prologue Coupe Concept is Ingolstadt's S-Class Coupe
1 დეკემბერი
ამ ავტომობილის დებიუტის შესახებ, „აუდიმ“ ჯერ კიდევ ლოს ანჯელესში მის პრემიერამდე, ფოტო ტიზერების გამოქვეყნებით გვაცნობა. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონცეპტუალური „პროლოგ კუპე“, გერმანული კომპანიის ახალი სტილის მაჩვენებელი გახდებოდა. ლოს ანჯელესში, ეს ინფორმაცია კომპანიის შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა დაადასტურა.

სწორედ ასეთი შესახედაობა ექნება შემდეგი თაობის A8, A7 და A6 მოდელებს. გარდა ამისა, ინგოლშტადტელები უახლეს, ფლაგმან კუპე A9-ს გამოუშვებენ, რომლითაც კონკურენციას „მერსედეს-ბენცის“ S-კლასის კუპეს გაუწევენ. კონცეპტუალური ავტომობილი 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, თუმცა სერიული კუპე სხვადასხვა აგრეგატებს მიიღებს და მათ შორის აუცილებლად იქნება ჰიბრიდული სისტემა.
„როდესაც „აუდიში“ გადმოვიდა, მარკ ლიხტემ დიზაინის მიმართულებით აქტიური მუშაობა წამოიწყო. მას კარგად აქვს შეთვისებული „აუდის“ დნმ-ა და სწორედ ამის შესაბამისად ჩამოაყალიბა დიზაინის განვითარების სტრატეგია, რომელიც ჩვენთვის სრულიად ახალ პერსპექტივებს ქმნის. ეს სტრატეგია არის პროგრესული და ძალიან ემოციური. მასში ასახულია ტექნოლოგიური კომპეტენტურობა და ჩვენი ბრენდის პროდუქციის მაღალი ხარისხი. კონცეპტი „პროლოგი“ ამ სტრატეგიის პირველი გამოხატულებაა, ის „აუდის“ ხელწერაა“, - ამბობს ჰაკენბერგი.
კონცეპტუალურ კუპე „პროლოგის“ გაბარიტებია: სიგრძე 5 100 მილიმეტრი, სიგანე 1 950 მილიმეტრი, სიმაღლე 1 390 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 940 მილიმეტრია. ანუ, სედან A8-ზე 40 მილიმეტრით მოკლე და 70 მილიმეტრით დაბალია. ბაზა კი 50 მილიმეტრით მოკლეა. კონცეპტი 22-დუიმიან ბორბლებზე დგას. მარკ ლიხტე ამბობს, რომ ამ ავტომობილში სპორტული სტილი ჩააქსოვა. გარდა ამისა, მისი სტრუქტურა უნდა იყოს მსუბუქი, ტრანსმისია კი სრულ ამძრავიანი. 
კონცეპტუალური ავტომობილის 4.0-ლიტრიანი V8, წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 605 ცხენის ძალას და 750 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, 1980-კილოგრამიან „პროლოგს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.7 წამი ჰყოფნის (კომპიუტერულ სიმულატორზე აღებული მონაცემია). „აუდის“ კონცეპტის მაქსიმალურ სიჩქარეზე არ გამოუქვეყნებია. ძრავი ცილინდრების გათიშვის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც მსუბუქი დატვირთვების დროს, რვიდან ოთხ ცილინდრს თიშავს. ამით კი საწვავის ხარჯი მცირდება. „პროლოგს“ 100 კილომეტრის გასავლელად 8.6 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 199 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

გარდა ამისა, კონცეპტუალური ავტომობილი ადაპტირებადი საკიდარითაა აღჭურვილი, რომელიც კლირენსს მართვის რეჟიმის შესაბამისად ცვლის. ამასთან, უკან ბორბლები 5 გრადუსით ტრიალდება, რაც ავტომობილის დაბალ სიჩქარეზე მართვას და მანევრულობას აადვილებს.

No comments:

Post a Comment