Monday, December 8, 2014

გრძელბაზიანი და 7-ადგილიანი „ფორდ ეჯი“

Ford Edge Gets Longer 7-Seat Version for China at Guangzhou Show
8 დეკემბერი
„ფორდმა“ თავისი კიდევ ერთი ავტომობილის ჩინური ვერსია შეიმუშავა - ამჯერად დაგრძელების ტრენდი ქროსოვერ „ეჯს“ შეეხო, რომლის შვიდადგილიანი ვერსიაც ამერიკულმა კომპანიამ ჩინურ ბაზარს პირველად გუანჯოუს მოტორ შოუზე წარუდგინა. ამ ავტომობილს მომავალი წლიდან „ფორდის“ ადგილობრივი ერთობლივი კომპანია „ჩანგან ფორდის“ ქარხანა გამოუშვებს. ბაზარზეც ამ კომპანიის ქსელში გავა. ეს ავტომობილი, „ეჯის“ გლობალური ვერსიისგან, რომლის პრემიერაც ივნისში გაიმართა, სავარძლების მესამე რიგით განსხვავდება.
„ფორდს“ გრძელბაზიანი „ეჯის“ გაბარიტები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია, რომ ის სტანდარტულ ვერსიაზე გრძელია. ეს კარგად ჩანს ორი ავტომობილის გვერდითა უკანა შუშების შედარებისას - ჩინურ ვერსიას ის გაცილებით გრძელი აქვს. გარდა ამისა, გერძელბაზიანი ვერსიის უკანა კარის განლაგება უფრო ვერტიკალურია. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ უკანა სავარძლებზე მსხდომთა თავები ამ კარს არ მიებჯინოს.
ოღონდ, გაბარიტული სიგრძის და ჩამოთვლილი ელემენტების დაგრძელების მიუხედავად, ბორბლებს შორის ბაზა უცვლელია. დაგრძელება იმის ხარჯზე მოხდა, რომ გაიზარდა უკანა გადმონაშვერი. ეს გაცილებით იაფი საშუალებაა, ვიდრე ბაზის გაზრდა იქნებოდა. მართალია, სავარძლების მესამე რიგმა საბარგულს მოცულობა მოაკლო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სავარძლები დაკეცვა და ამ სეგმენტის საბარგულად გამოყენება შეიძლება.
„ჩინეთისთვის სამრიგიანი სავარძლებით „ეჯის“ წარმოება იმის გამოხატულებაა, თუ როგორი სიფრთხილით ვუსმენთ ჩვენს აქაურ მომხმარებლებს. ჩვენი კვლევა უჩვენებს, რომ ჩინეთში უგზოობის პრემიუმ ავტომობილების მომხმარებლები სალონში მეტ სივრცეს და კომფორტს მოითხოვენ. ჩვენ მათ გლობალური „ეჯის“ ბაზაზე სწორედ ასეთი ავტომობილი მოვუმზადეთ“, - ამბობს „ფორდ მოტორ ჩაინას“ პრეზიდენტი ჯონ ლოულერი.
ცისფერი ოვალი ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილ „ეჯს“ მხოლოდ ერთი ძრავით - სერია ეკობუსტის 2.7-ლიტრიანი V6-ით აღჭურვავს. ამ ძრავის ჩინური ვერსიის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. ჯერჯერობით ცნბილი არაა, ამ ავტომობილს ჩინეთის გარდა, სხვა ბაზრების მყიდველსაც შესთავაზებენ თუ არა. შვიდადგილიან „ეჯზე“ უფრო მეტი ინფორმაცია მომავალ წელს გამოქვეყნდება.

No comments:

Post a Comment