Thursday, December 18, 2014

600-ცხენისძალიანი „ფორდ F-150“ „ჰენესისგან“

Hennessey Previews Supercharged 2015 VelociRaptor F-150 with More Than 600HP
18 დეკემბერი
ამერიკულმა სატუნინგო კომპანია „ჰენესი პერფორმენსმა“ ახალი ავტომობილი, „ველოჩირეპტორ 600 სუპერჩერჯერი“ მოამზადა, რომელიც ამერიკაში ყველაზე პოპულარულ პიკაპ „ფორდ F-150-ის“ ბაზაზე დაამზადა. ისევე როგორც ადრე, ამჯერადაც ეს ავტომობილი „ფორდის“ უახლესი F-150 SVT რეპტორის“ ექსტრემალური ალტერნატივა იქნება. ამ უკანასკნელის პრემიერა მალე დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება.
„ჰენესის“ პიკაპი „ფორდის“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავის ვერსიითაა აღჭურვილი, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 600 ცხენის ძალას ავითარებს. კომპრესორი კომპანია „რუტსის“ წარმოებისაა და ის ჰაერის 8 პასკალი წნევით მიწოდებას უზრუნველყოფს. შემშვები კოლექტორი ცილინდრებში ჰაერის ძლიერი ჭავლის შეშვებას უზრუნველყოფს. გამომშვები სისტემა კი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, „ველოჩირეპტორს“ გაუმჯობესებული ფრქვევანები და ძრავის მართვის ახალი სისტემა ემსახურება, რომელიც „ჰენესის“ სპეციალისტების მიერაა შექმნილი.
ამერიკული კომპანია მხოლოდ 500 ცალი „ველოჩირეპტორის“ წარმოებას გეგმავს. თითოეულის ფასი 73 500 დოლარი იქნება. ამ ფასში დონორ პიკაპ „ფორდ F-150 FX4 სუპერ ქრიუს“ (ახლის) ფასიც შედის. „ჰენესის“ ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე სგას, რომლებიც კომპანია „BFგუდრიჩის“ საბურავებითაა შემოსილი. ოპციის სახით ასევე შესაძლებელი იქნება უგზოობაზე ორიენტირებული საკიდარის და წინა და უკანა ბამპერების, „ბრემბოს“ მუხრუჭების და დამატებითი შუქდიოდური განათების დაყენება.

No comments:

Post a Comment