Hennessey Previews Supercharged 2015 VelociRaptor F-150 with More Than
600HP
18 დეკემბერი
ამერიკულმა სატუნინგო კომპანია „ჰენესი
პერფორმენსმა“ ახალი ავტომობილი, „ველოჩირეპტორ 600 სუპერჩერჯერი“ მოამზადა,
რომელიც ამერიკაში ყველაზე პოპულარულ პიკაპ „ფორდ F-150-ის“ ბაზაზე დაამზადა.
ისევე როგორც ადრე, ამჯერადაც ეს ავტომობილი „ფორდის“ უახლესი F-150 SVT რეპტორის“
ექსტრემალური ალტერნატივა იქნება. ამ უკანასკნელის პრემიერა მალე დეტროიტის მოტორ
შოუზე გაიმართება.
ამერიკული კომპანია მხოლოდ 500 ცალი „ველოჩირეპტორის“
წარმოებას გეგმავს. თითოეულის ფასი 73 500 დოლარი იქნება. ამ ფასში დონორ პიკაპ „ფორდ
F-150 FX4 სუპერ ქრიუს“ (ახლის) ფასიც შედის. „ჰენესის“ ავტომობილი 17-დუიმიან
ბორბლებზე სგას, რომლებიც კომპანია „BFგუდრიჩის“ საბურავებითაა შემოსილი. ოპციის
სახით ასევე შესაძლებელი იქნება უგზოობაზე ორიენტირებული საკიდარის და წინა და
უკანა ბამპერების, „ბრემბოს“ მუხრუჭების და დამატებითი შუქდიოდური განათების დაყენება.
No comments:
Post a Comment