Tuesday, December 23, 2014

„პურიტალია 427 როდსტერი“ - ახალი იტალიური სუპერ ავტომობილი

Puritalia 427 Roadster Launched in Milan, Comes in 445HP and 605HP Flavors
23 დეკემბერი
 ნაპოლიში ბაზირებულმა პატარა კომპანია „პურიტალიამ“, მილანში თავისი პირველი სუპერ ავტომობილის, როდსტერ 427-ის დახურული პრეზენტაცია მოაწყო. წარდგენისას ითქვა, რომ ავტომობილს შეკვეთებით დაამზადებენ და ყოველ ეგზემპლარს, შემვეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, მისი კონკრეტული სურვილების შესაბამისად ააწყობენ.

როგორც „პურიტალია“ აცხადებს, ამ როდსტერის შემუშავებისას, მისმა დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ, ლეგენდარული „შელბი კობრა“ გამოიყენეს. მათი განმარტებით, „427 როდსტერის“ სტილში, „ამერიკული კუნთები იტალიურ სტილთანაა შეზავებული“. ეს არის ორადგილიანი ავტომობილი, რომელიც ალუმინის შასიზეა აწყობილი. მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების წყალობით, „427 როდსტერი“ მხოლოდ 1090 კილოგრამს იწონის. წონა წინა და უკანა ბორბლებს შორის თანაბრადაა განაწილებული.
სუპერ ავტომობილი „ფორდის“ წარმოების 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც ყოველ ცილინდრზე ოთხი სარქველი ემსახურება. გაზგამანაწილებელ სისტემას ცვალებადი ფაზები აქვს. 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის და გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის გავლით, მამოძრავებელი ძალა უკანა ბორბლებს მიეწოდება.
„427 როდსტერის“ ძრავი ორი ვერსიის სახით მზადდება. ერთია ატმოსფერული, რომლის სიმძლავრე 445 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 530 ნიუტონმეტრი. მეორე ვერსიას მექანიკური დამჭირხნი ემსახურება და ის 605 ცხენის ძალას და 640 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. საკიდარი ოთხივე ბორბალს მზიდ სტრუქტურასთან ჩანგლისებრი წყვილი ბერკეტით აკავშირებს. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა და მათ წინ 380-მილიმეტრიანი, უკან კი 345-მილიმეტრიანი დისკოები აქვს. შესაბამისად, წინა მუხრუჭები 6-ცილინდრიანებია, უკანები კი - 4-ცილინდრიანები.

No comments:

Post a Comment