2017 Suzuki Jimny Confirmed to Debut in 2016
13 დეკემბერი
„სუზუკის“ უგზოობის პატარა მოდელ „ჯიმნის“ მესამე
თაობა ბაზარზე 1998 წლიდანაა. სამ წელიწადში ის წარმოებიდან მოიხსნება. ის ამრტივი
აგებულებით გამოირჩევა და რაც მთავარია, შესანიშნავი ყველგანმავალია. სწორედ
ამიტომ დატოვეს ბაზარზე ასე დიდხანს. და ამიტომ იქნება მისი შემცვლელის გამოშვება
ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან მან წინამორბედის ყველგანმავლის თვისებებიც უნდა
შეინარჩუნოს და თანამედროვე ტენდენციებსაც უნდა ააყოლოს ფეხი.
როგორც გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას იაპონური
კომპანიის ბრიტანული შტოს გაყიდვების შეფმა დეილ უიეტმა განაცხადა, „სუზუკის“
სურს, რომ ახალმა „ჯიმნიმ“ შეინარჩუნოს მისი წინამორბედის საუკეთესო თვისებები,
რომლებმაც მას პოპულარობა მოაპოვებინა. ამასთან, ის თანმედროვე დამხმარე
სისტემებითაც აღიჭურვება:
„შემდეგი „ჯიმნი“ იქნება ახლანდელის ევოლუციური
ვარიანტი. მას იმავე რეცეპტით შევიმუშავებთ. დანახვისთანავე მიხვდებით, რომ ეს „ჯიმნია“.
ფერმერებს, მაგალითად შოტლანდიელ მეცხვარეებს, არანაირი მიზეზი არ ექნებათ იმისა,
რომ სხვა ავტომობილი შეიძინონ. სწორედ ამიტომ, არ გვაქვს არგუმენტი იმისათვის, რომ
ეს ავტომობილი ძლიერ შევცვალოთ“, - ამბობს უიეტი.
ის დასძენს, რომ ახალი „ჯიმნის“ შემუშავებისას, მთავარი
გამოწვევა, იმ დამხმარე სისტემებით აღჭურვა იქნება, რომელთა გამოყენებაც ევროპაში
უკვე სავალდებულოა. ამასთან, ავტომობილის გამონაბოლქვი ახალ, გამკაცრებულ
სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. და რა თქმა უნდა, ავტომობილი ისევ სრულ
ამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება, რისი წყალობითაც, ყველგანმავლის თვისებებს
შეინარჩუნებს.
ახლანდელი
„სუზუკი ჯიმნი“ კიბის ტიპის ჩარჩოზეა აგებული. მისი ძრავების გამაში, 0.658, 1.3,
1.35 და 1.5-ლიტრიანი აგრეგატები შედის. ძრავთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური,
ან 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს. ტრანსმისია სრულ ამძრავიანია,
რომელიც ასევე უკანა ამძრავიან რეჟიმშიც მუშაობს.
No comments:
Post a Comment