Wednesday, December 3, 2014

21 რბოლა მომავალ სეზონში

F1 set for 21-race 2015 season as Korea makes surprise provisional return
3 დეკემბერი
დოჰაში (ყატარი) გამართულ მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოზე, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის 2015 წლის სეზონის კალენდარი მიიღეს, რომელშიც 20-ის ნაცვლად, 21 ეტაპია შეტანილი. ყველასთვის მოულოდნელად, კალენდარს კორეის დიდი პრიზი დაუბრუნდა. თუმცა, მისი ადგილი ახალ კალენდარში ჯერჯერობით შუალედურია.

კორეაში რბოლა ოთხჯერ ჩატარდა (2010-2013 წლებში), გასული სეზონის კალენდარში კი ის არ შევიდა და ისე ჩანდა, რომ კარგა ხანს აღარც დააბრუნებდნენ. ამის მიზეზი, რბოლის ორგანზატორთა ფინანსური პრობლემები და სატრანსპორტო კომუნკაციებისგან სიშორე გახდა, რის გამოც რბოლის დასწრება საშუალოზე დაბალი იყო.
ამგვარად, მექსიკის გარდა, კალენდარს კორეული ეტაპიც დაემატა და მისი ეტაპების რაოდენობამ რეკორდული ნიშნული (20 ეტაპი) გადალახა. ფ1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი, 20 რბოლა 2012 წლის სეზონში ჩატარდა. კორეულ რბოლასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ სად ჩატარდება. არაა გამორიცხული, რომ მას სეულის ქუჩებმა უმასპინძლოს. კორეული რბოლის თარიღად 3 მაისი დასახელდა. ერთი კვირის შემდეგ კი სეზონის პირველი ევროპული ეტაპია, რომელსაც ტრადიციულად ბარსელონა უმასპინძლებს.
ჩემპიონატს ისევ ავსტრალიის დიდი პრიზი გახსნის, რომლის რბოლაც 15 მარტს მელბურნის ალბერტ პარკზე გაიმართება. შემდეგი ორი ეტაპი, ორკვირიანი ინტერვალებით, მალაიზიასა და ჩინეთში, ერთკვირიანი ინტერვალით კი ბაჰრეინში ჩატარდება. ბაჰრეინს ორ კვირაში მოჰყვება კორეა. ლოგისტიკურად უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ ბაჰრეინი და კორეა ადგილებს გაცვლიდნენ.
აბუ დაბი ისევ სეზონს დაასრულებს. ოღონდ, ის 29 ნოემბერს გაიმართება. ნოემბერში სულ სამი რბოლა გამართება - მექსიკა, ბრაზილია და აბუ დაბი. სამივე რბოლას ორკვირიანი ინტერვალი აშორებს.

ფ1-ის 2015 წლის კალენდარი
 15 მარტი - ავსტრალია
29 მარტი - მალაიზია
12 აპრილი - ჩინეთი
19 აპრილი - ბაჰრეინი
3 მაისი - კორეა (დასამტკიცებელია)
10 მაისი - ესპანეთი
24 მაისი - მონაკო
7 ივნისი - კანადა
21 ივნისი - ავსტრია
5 ივლისი - ბრიტანეთი
19 ივლისი - გერმანია
26 ივლისი - უნგრეთი
23 აგვისტო - ბელგია
6 სექტემბერი - იტალია
20 სექტემბერი - სინგაპური
27 სექტემბერი - იაპონია
11 ოქტომბერი - სოჭი
25 ოქტომბერი - აშშ
1 ნოემბერი - მექსიკა
15 ნოემბერი - ბრაზილია
29 ნოემბერი - აბუ დაბი

No comments:

Post a Comment