Monday, November 24, 2014

„ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე გახდა

Maurizio Arrivabene named Ferrari Team Principal, replacing Marco Mattiacci
24 ნოემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ფერარის“ ფორმულა ერთის საჯინიბოს შეფად მაურიციო არივაბენე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე მარკო მატიაჩი შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ, აპრილში სტეფანო დომენიკალი ჩაანაცვლა. ამგვარად, არივაბენე წელს იტალიური გუნდის მესამე ხელმძღვანელი გახდა.
„ფერარიში“ არივაბენე „ფილიპ მორისიდან“ გადავიდა, რომელიც უკვე მრავალი წელია, იტალიური გუნდის სპონსორია. სწორედ ამ სპონსორული თანამშრომლობის პერიოდში ჩამოუყალიბდა მას ახლო ურთიერთობა „ფერარისთან“. იმავდროულად, ის 201 წლიდან ფორმულა ერთში სპონსორთა ინტერესების წარმომადგენელიცაა.
„ჩვენ მაურიციო არივაბენეს მოწვევა გადავწყვიტეთ, რადგან „სკუდერიასა“ და ფორმულა ერთისთვის ამ ისტორიულ მომენტში, გვჭირდებოდა ადამიანი, ვინც კარგად ერკვევა არამხოლოდ „ფერარის“ მართვის სტრუქტურაში, არამედ კარგად იცის სპორტის თავისებურებანი და მისი მოთხოვნები“, - განაცხადა „ფერარის“ თავმჯდომარე სერჯო მარკიონემ.
„ფერარისთვის“ ეს სეზონი ყველაზე უარესი იყო 1993 წლის შემდეგ. გუნდმა ერთი რბოლის მოგებაც კი ვერ შეძლო. უფრო მეტიც, სეზონის განმავლობაში, სულ უფრო აუარესებდა შედეგებს. „სკუდერიას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე, მატიაჩი 15 წელი კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს შეფი იყო. ის ვერაფრით მოერგო თავის ახალ სამუშაოს, რასაც თავადვე აღიარებდა.

No comments:

Post a Comment