Marlboro chief set to replace Ferrari boss
Mattiacci
22 ნოემბერი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მალე
„ფერარი“ თავის ფორმულა ერთის გუნდის შეფ მარკო მატიაჩისაც გაუშვებს, მის ადგილზე
კი „მარლბოროს“ ევროპული შტოს ბრენდ მენეჯერ მაურიციო არივაბენე დაინიშნება.
როგორც ცნობილია, მატიაჩიმ აპრილში შეცვალა სტეფანო დომენიკალი.
ფ1-ში მისვლამდე, მატიაჩი „ფერარის“ საგზაო
ავტომობილების ბიზნესში, ჩრდილოამერიკული შტოს ხელმძღვანელად მუშაობდა. ის ამბობს,
რომ ფ1-ში გააოცა სამუშაოს „ინტენსიურობამ, კომპლექსურობამ და იქ მომუშავე ნიჭიერი
ხალხის სიმრავლემ“.
„ეს საოცარი სპორტია, მისი გლობალური პლატფორმა,
ხედვა აღტაცებას იწვევს. პირადად მე ასეთი რამ არ მომწონს, მაგრამ ასეთია სამუშაოს
ხასიათი. კონკურენციის დონე, აგრესიული მიდგომა, ძალიან შთამბეჭდავია. აქ ბევრ
რამეს ისწავლი. მაგრამ იმავდროულად, მე აქაურებს ერთმანეთის გაგება ვასწავლე, შესაფერისი
ხალხი შევარჩიე და ის ორგანიზაცია შევქმენი, რომელიც მომავალში იმუშავებს“, -
ამბობს მატიაჩი.
მატიაჩი ამჟამად ფერნანდო ალონსოს წასვლისა და მის
ადგილზე სებასტიან ფეტელის მიღების საქმეებს აგვარებს, თუმცა „სპორტ ბილდის“
ინფორმაციით, მასაც მალე შეცვლიან. „ფიატ კრაისლერის“ შეფი სერჯო მარკიონე მატიაჩის
მუშაობით უკმაყოფილოა. რაც შეეხება არივაბენეს, ის ფ1-ში ახალბედა არ იქნება. ეს
კაცი „მარლბოროს“ მიერ „ფერარის“ სპონსორობას ხელმძღვანელობს და ძალიან ახლო
ურთიერთობა აქვს ბერნი ეკლსტოუნთან...
No comments:
Post a Comment