Red Bull disqualified from qualifying after front
wings deemed illegal
22 ნოემბერი
ამ სეზონის ბოლო რბოლას, „რედ ბულის“ პილოტები პიტლეინიდან
დაიწყებენ. საქმე ისაა, რომ სტიუარდებმა ხარების ავტომობილის წინა ფრთების
კონსტრუქციაში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა აღმოაჩინეს. კერძოდ, ჩატარებულმა
შემოწმებამ აჩვენა, რომ წინა ფრთებში დრეკადი ელემენტებია გამოყენებული. ამის
გამო, ორივე პილოტის შედეგი გაუქმდა, თუმცა მათ რბოლაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.
მოკლედ, მათ ბოლო რიგში დადგომა უწევდათ, მაგრამ იმის გამო, რომ მანქანაზე ნაწილებია
შესაცვლელი, სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო სტარტს პიტლეინიდან აიღებენ.
უნდა ითქვას, რომ ეჭვები „რედ ბულის“ მიერ დრეკადი
აეროდინამიკური ელემენტების გამოყენების შესახებ, მუდმივად არსებობდა. კომისია
რეგულარულად ამოწმებს მანქანებს, მაგრამ აქამდე ყოველთვის უშედეგოდ...
No comments:
Post a Comment