Tuesday, November 11, 2014

„სლიპერი“, ანუ მხეცი ცხვრის გარეგნობით

Seriously, This 2015 Toyota Camry is The Ultimate Sleeper
11 ნოემბერი
ლას ვეგასის SEMA-ს შეოუზე წარდგენილ, ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სედან „ქემრის“, „ტოიოტა“ „ქემრი სლიპერად“ გვაცნობს. მეტსახელი „სლიპერი“ ამ ავტომობილს ზედმიწევნით შეეფერება. ამ სახელს ატარებს დრეგსტერების კლასი, რომელში გაერთიანებული ავტომობილებიც გარეგნულად არაფრით გამოირჩევიან, სტრუქტურით და აღჭურვილობით კი ნმდვილი სარბოლო მონსტრებია.
„ქემრი სლიპერიც“ სწორედ ასეთი მოდელია. ეს არის სპეციალურად, რბოლებისთვის შემუშავებული დრეგსტერი, რომელიც ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზეა აგებული. ის აღჭურვილია პიკაპ „ტოიოტა ტანდრას“ 5.8-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც TRD მექანიკური დამჭირხნი და თხევადი აზოტის სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 850 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.

სერიულ სედანთან ამ ავტომობილს მხოლოდ ძარა აქვს საერთო, რომელიც ჩარჩოზე, უკანა ნაწილითაა დამაგრებული. ავტომობილში ჩაჯდომა და იქიდან გადმოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ძარის წინა ნაწილი ზევითაა აწეული. ძარის ასეთ მდგომარეობაშივეა შესაძლებელი ძრავის მომსახურებაც.
დრეგსტერი „ტოიოტამ“ და მისმა პარტნიორმა, ატელიე „მოტორსპორტს ტექნიკალ სენტერმა“ მიიღო. როგორც მისი ტექნიკური დირექტორი ჩაკ უეიდი ამბობს, ეს არის ნამდვილი სლიპერი, რომელიც მოულოდნელობის ელემენტს ატარებს და მას გააჩნია საკმარისი მუსკულატურა იმისათვის, რომ ნებისმიერ სუპერ ავტომობილსაც კი მიუჩინოს „მისი ადგილი“. აბა რა იქნება - „ტოიოტა სლიპერი“ მეოთხედ მილს (402 მეტრი) 9.8 წამში გადის...

No comments:

Post a Comment