Friday, November 14, 2014

სუპერ ავტომობილი ორლანდოდან „ლაფერარის“ სტილში

Florida Tuner Reveals LaFerrari-Inspired W70 Supercar
14 ნოემბერი
ქალაქ ორლანდოში (შტატი ფლორიდა) ბაზირებულმა კომპანია „ექსოტიკ რაიდსმა“ სუპერ ავტომობილის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც W70 უწოდა. მისი წარმოების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის გარეგნულად „ფერარის“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „ლაფერარის“ჰგავს. ოღნდ მასთან შედარებით, უფრო მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების 7.0-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომელიც მაქსიმუმ 600 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი განივი გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამერიკული კომპანია, რომელიც ძირითადად კლიენტების შეკვეთით, ავტომობილების ინდივიდუალიზაციაზეა სპეციალიზებული, W70-ის სხვა მახასიათებლებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს. თუმცა პოტენციურ მყიდველს პირდება, რომ ისინი „არასდროს იქნებიან უკან“.
გარდა ამისა, ავტომობილი სალონის მდიდრული გაფორმებითაც იქნება გამორჩეული. ინტერიერში ყველაფერს ხელით გააკეთებენ. ამასთან ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებითაც აღიჭურვება. მათ შრის იქნება სხვადასხვა სენსორები და გადამწოდები, ასევე აუდიო და ვიდეო სისტემებიც კი. მოკლედ, სალონში ყველაფერი იქნება კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
W70-ის დიზაინი, ამ საქმის ავსტრალიელ სპეციალისტ დევიდ უილიამსს ეკუთვნის, რომელმაც თავისი ნამუშევარი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, F70-ის სახელით გამოფინა. მაგრამ ალბათ მიხვდბით, რომ „ექსოტიკ რაიდსი“ ამ სახელის გამოყენებას ვერ შეძლებს და სახელიც ამიტომ შეუცვალა.
მოკლედ, სუპერ ავტომობილი W70 ჯერ მხოლოდ ვირტუალურად არსებობს და არაა გამორიცხული, რომ ბევრი სხვა პროექტის ბედი გაიზიაროს, რომლებსაც დღის სინათლე არასდროს უნახავთ.

No comments:

Post a Comment