Friday, November 28, 2014

„პორშე“ „პანამერას“ გამას გააფართოებს

Porsche To Expand Panamera Range, No Electric Cars
28 ნოემბერი
ცნობილია, რომ „პორშე“ მეორე თაობის „პანამერაზე“ მუშაობს, რომელიც როგორც ჩანს, მყიდველის წინაშე მცირე ოჯახის სახით წარსდგება. უფრო სწორედ, ცუფენჰაუზენელები მის ბაზაზე რამდენიმე ვერსიის გამოშვებას გეგმავენ. მათ შორის იქნება ვერსია „შუტინგ ბრეიკ“ - ერთგვარი კუპე-უნივერსალი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც 2012 წელს ვიხილეთ.

„პორშეს“ კვლევისა და განვითარების შეფმა ვოლფგანგ ჰატცმა ახლახანს დაადასტურა, რომ მისი კომპანია, „პანამერას“ ბაზაზე რამდენიმე სტილის ვერსიის გამოშვებას განხილავს. ზემოთ ნახსენები კონცეპტი იყო „პანამერა სპორტ ტურიზმო“, რომლის წარმოების პერსპექტივაზეც კარგა ხანს ლაპარაკი, მაგრამ კონვეიერამდე ვერ მიაღწია. თუმცა, პროექტი დავიწყებას არ მისცემია.
„რაც ჩვენ შევიმუშავეთ, ეს არის სრულიად ახალი ავტომობილი, ასევე უახლესი პლატფორმით. მასზე მუშაობისას გავითვალისწინეთ, რომ მის ბაზაზე ბევრი ვერსიის გაკეთება შევძლოთ. პირადად მე, ძალიან მომწონს „სპორტ ტურიზმო“. გარდა ამისა, სხვა ვერსიების გამოშვების ალბათობაც დიდია“, - ამბობს ჰატცი, ვინც იმავდროულად, კაბრიოლეტის წარმოებას უარყოფს. მისი თქმით, ორი ღია ავტომობილი - „ბოქსტერი“ და „911 კაბრიოლეტიც“ საკმარისია.
ცნობილია, რომ ახალი „პანამერას“ პლატფორმა ახლანდელზე დაახლოებით 91 კილოგრამით მსუბუქი იქნება და იმავდროულად, გრეხვითი დატვირთვებისადმი მისი მედეგობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. გადახალისდება დიზაინი. ინტერიერის მოცულობა გაიზრდება და იქ სააღმასრულებლო სივრცე და კომფორტი, ბაზის დაგრძელების გარეშეც იქნება.
ჰატცი ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ლაპარაკი არაა „პანამერას“ ბაზაზე სუფთა ელექტრომობილის წარმოებაზე, რომლითაც მისი კომპანია კონკურენციას „ტესლას“ პოპულარულ სედან „მოდელ S-ს“ გაუწევს. „ახლო პერსპექტივაში, მე ვერ ვხედავ „პანამერას“ სრულიად ელექტრულ ვერსიას. თუ „ტესლა მოდელ S-ს“ მიხსენებთ, ეს „პორშე“ არაა. ელექტრული „პორშე“ მე მესახება მძლავრ ავტომობილად, რომელსაც ენერგიის დაზოგვა არ დასჭირდება“, - დასძენს ჰატცი და განმარტავს, რომ „ტესლას“ ელექტრომობილი დიდ მანძილს იმ შემთხვევაში გადის, თუ მას ეკონომიურ რეჟიმში, დაბალი სიმძლავრის გამოყენებით მართავთ. და მას არ სურს, რომ „პორშეს“ ავტომობილის მართვისას, მისმა მდლობელმაც ამაზე იფიქროს.
ამის მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე ლითიუმ იონური ელემენტები მეტის საშუალებას არ იძლევა. ძრავის სიმძლავრის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, ელემენტები მალე დაიცლება. დაბალი სიმძლავრე კი „პორშეს“ და მის კლიენტებს არ აინტერესებთ. ამიტომ, გერმანული კომპანია ამ მიმართულებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს განვითარებას, როცა ელემენტების ტექნოლოგიები სასურველ პარამეტრებს მიაღწევს. მანამ კი გერმანული კომპანია პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებზე გააკეთებს აქცენტს.

No comments:

Post a Comment