Monday, November 24, 2014

„ლენდ როვერის“ შეფი ჩინურ კომპანიას უჩივის

Land Rover CEO Pissed at LandWind Over Their X7 Evoque Clone
24 ნოემბერი
გუანჯოუს ავტო შოუზე, „ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა განაცხადა, რომ ჩინურ კომპანია „ლენდ უინდის“ უგზოობის ავტომობილი X7, მისი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაა. ამის გამო, ის ჩინეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, რათა ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.
„ფაქტი იმისა, რომ ამ ტიპის კოპირების ფაქტი ჩინეთის ბაზარზე დაფიქსირდა, ძალიან გულდასაწყვეტია. მარტივი პრინციპია, რომ მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდს. ინტელექტუალური საკუთრება „იაგუარ ლენდ როვერის“ ფლობაშია და როცა ამ საკუთრების უფლებას არღვევ, საერთაშორისო სამართალსაც არღვევ, რომელიც მთელს მსოფლიოში ვრცელდება“, - გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა შპეტმა.
მისივე თქმით, „იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინურ ბაზარზე ინვესტიციებს არ იშურებს და თავის ჩინელ პარტნიორ „ჩერისთან“ ერთად, ერთობლივ საწარმოს ავითარებს. „ლენდ უინდი“ კი, თავისი X7-ით, ამ ერთობლივ ბიზნესს აზარალებს. ის ამბობს, რომ ჯერ კონსულტაციებს გაივლის როგორც „ჩერისთან“, ასევე მთავრობის მოხელეებთან, რისი მიზანიც, პრობლემის მოგვარების გზების ძიება იქნება. „რაც ჩვენ აქ (შოუზე) ვნახეთ, არაკორექტიულია“, - ამბობს შპეტი.
ცნობისათვის, „ლენდ უინდს“ უგზოობის ავტომობილი, სახელად X7 (ფოტოზე), ძლიერ ჰგავს „ლენდ როვერის“ პოპულარულ „რეინჯ როვერ ევოუკს“, რომლის წარმოებაც ახლახანს ბრიტანულმა კომპანიამ „ჩერისთან“ ერთად ახლახანს ამოქმედებულ ქარხანაში დაიწყო. „ევოუკი“ 40 000 ევრო ღირს, მისი ჩინური კლონი კი - 14 000 ევრო. ცისქვეშეთში მისი გაყიდვები მალე დაიწყება. ეს ავტომობილი ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 188 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
კომპანია „ლენდ უინდი“ ორი ჩინური კომპანიის - „ჩანგან ავტოს“ და „ძიანლინ მოტორსის“ ერთობლივი კომპანიაა.

No comments:

Post a Comment