Infiniti Dreams Up SYNAPTIQ Concept for 2029
20 ნოემბერი
ლოს ანჯელესის წლვანდლ მოტორ შოუს გაუმართლა - „შევროლე
ჩაპარალის“ გარდა, არანაკლებ შთამბეჭდავი და საოცარი კონცეპტუალური ნამუშევარი „ინფინიტიმაც“
წარადგინა. ოღონდ, არა კომპიუტერულ სიმულატორ „გრან ტურიზმო 6-სთვის“. იაპონური
კომპანიის კონცეპცია, სახელად SYNAPTIQ, შოუს ტრადიციული კონკურსისთვისაა განკუთვნილი,
რომელიც ამჯერად 2029 წლისთვის ადამიანებსა და ავტომობილებს შორის ურთიერთობის
ხედვებს „აგროვებს“.
„ინფინიტის“ კონცეპტი მხოლოდ ფურცელზე არსებობს,
უფრო სწორედ, კომპიუტერში. მაგრამ ძალიან საინტერესო იდეას, ფაქტობრივად, მოტორ
სპორტის ახალ სახეობას, ერთგვარ მოტო-ტრიატლონს გვთავაზობს. ამ სახეობაში, პილოტები
ერთმანეთს წრიულ რბოლაში, რალის რბოლასა და საჰაერო რბოლაში შეეჯიბრებიან
ერთმანეთს. ამასთან, პროექტ SYNAPTIQ-ის მიხედვით, პილოტი სამივე რბოლაში ისე
მიიღებს მონაწილეობას, რომ თავის სამუშაო ადგილს არც დატოვებს. საქმე ისაა, რომ
კონცეპტის მთავარი ნაწილი, უნივერსალური კოკპიტია, რომელიც სწრაფად და მარტივად
მონტაჟდება სამი ტიპის შასიზე.
საინტერესოა მართვის სისტემაც. მას არ აქვს არც
საჭე და არც ჯოისტიკი. მართვა პილოტს ტანის გადახრით შეუძლია. ამაში კი მას სპეციალური
ექსო-კომბინეზონიც დაეხმარება, რომელსაც პროექტში S.U.I.T. (Sym- biotic User
Interface Technology)-ად მოიხსენიებენ. სავარძელი კომბინეზონთან ერთად, მართვის
სისტემას პილოტის განლაგებას და ტანის მოძრაობის მიმართულებას გადასცემს.
კოკპიტშივე მოთავსდება რამდენიმე ჰოლოგრაფიული თხევადკრისტალური ეკრანი, რომელთა
დახმარებითაც, პილოტი საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებს.
„საერთოდ, ინჟინრები და დიზაინერები ყოველთვის
ცდლობენ იმის გააზრებას, თუ რა იქნება მომავალში. SYNAPTIQ-ის დახმარებით ჩვენ
ჩამოვაყალიბეთ რბოლების ახალი ტიპის კონცეპცია და მათში პილოტების როლი“, - ამბობს
პროექტზე მომუშავე ჯგუფის ლიდერი და „ინფინიტის“ ინტერიერის დიზაინის მენჯერი ჯონ
საჰსი.
No comments:
Post a Comment