Wednesday, November 12, 2014

ევროპაში სტაბილურობის კონტროლის სისტემა სავალდებულო გახდა

Stability Control Now Mandatory for all Euro Vehicles Under 3.5 Tons
12 ნოემბერი
აშშ-ისა და კანადის შემდეგ, სტაბილურობის კონტროლის სისტემა (ESP) ევროპაშიც სავალდებულო გახდა. ლაპარაკია ავტომობილებზე, რომელთა წონაც არ აღემატება 3.5 ტონას. ახალი მოთხოვნა 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ამერიკის და კანადის გარდა, ESP-თი ავტომობილის აღჭურვა ავსტრალიასა და ისრაელშიც სავალდებულოა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ESP-ს (ელეკტრონიშეს სტაბილიტატს პროგრამ) ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „ბოშია“, რომელმაც ის „კონტინენტალთან“, „მერსედესთან“ და „ბეემვესთან“ პარტნრობით შეიმუშავა. ამ სისტემის სერიული წარმოება 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ, გერმანულმა კომპანიამ მისი 100 მილიონი ეგზემპლარი გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ შარშან ევროპაში გაყიდული ავტომობილების 84 პროცენტია აღჭურვილი ESP სისტემით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 59 პროცენტია. „ბოშის“ ინფორმაციით, მის მიერ დამზადბულმა სისტემების დახმარებით, 190 000 ავარიის თავიდან არიდება გახდა შესაძლებელი და მთლიანობაში, 6 000 ადამიანი გადაარჩინა.

No comments:

Post a Comment