Thursday, November 6, 2014

„მაკლარენმა“ ალონსოს ვადა მისცა

McLaren gives Alonso deadline for 2015 decision
6 ნოემბერი
„მაკლარენმა“ პირდაპირ მიანიშნა ფერნანდო ალონსოს, რომ ბევრს ვეღარ მოიცდს და რომ გადაწყვეტილება ბრაზილიისა და აბუ დაბის ეტაპებს შორის უნდა მიიღოს. როგორც იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, ალონსო „მაკლარენთან“ ორწლიან კონტრაქტზე ყაბულსაა, თუმცა კონტრაქტზე ხელი ჯერაც არ მოუწერია. „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, თუ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მომდევნო ორ სეზონში 70 მილიონ ევროს მიიღებს.
მაგრამ ალონსო, ვინც ახლა მექსიკაში იმყოფება იმ ტრეკის სანახავად, სადაც მომავალ წელს რბოლა გაიმართება, უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. „ახალი არაფერია. შემდეგი სეზონისთვის არაფერი გადამიწყვეტია. ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. „ფერარისთან“ ერთად განვიხილავ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება უკეთესი, გავაგრძელებ, თუ არა. ვეცდები, ის გადაწყვეტილება მივიღო, რაც ჩემი მომავლისთვის უკეთესი იქნება. ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ რეალური ჯერ არაფერია. „ფერარის“ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს გუნდი ძალიან მიყვარს. მისთვის ეს ძალიან ძნელი სეზონია. მე კი მასში ხუთი რთული სეზონი გავატარე“.

ნებისმიერ შემთხვევაში, ალონსოსთვის ერთადრთი რეალური ვარიანტი სწორედ „მაკლარენია“. მეორე ვარიანტი შვებულებაა. თუ ის უოკინგელებთან გადავა, მაშინ ჯენსონ ბატონი უგუნდოდ დარჩება, რადგან „მაკლარენი“ კევინ მაგნუსენის დატოვებას აპირებს. ამიტომ ბატონი შესაძლოა ფ1-დან წავიდეს. გაურკვევლობა ორივე პილოტზე უარყოფითად მოქმედებს, რისი გაგრძელებაც „მაკლარენს“ აღარ სურს.
და გუნდის შეფმა ერიკ ბუიემაც მოთმინება დაკარგა: „ჩვენ გვსურს, რომ ალონსოს გადაწყვეტილება ბრაზილიასა და აბუ დაბის შორის ვიცოდეთ. ჩვენ მასთან ნაყოფიერი მოლაპარაკება გვქონდა. ის საუკეთესო ვარიანტია ჩვენთვის. მან მიგვანიშნა, რომ ჩვენთან გადმოსვლა სურს. მაგრამ ჩვენ გრძელვადიანი პარტნიორობა გვჭირდება - სამ წელზე და არა ერთზე“.

No comments:

Post a Comment