Sunday, November 16, 2014

ჩემპიონმა ოჟიემ სეზონი გამარჯვებით დაასრულა

Sebastien Ogier finishes off the season with a win!
16 ნოემბერი
უელსის რალით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატი. ბოლო რბოლაში ფრანგმა აწ უკვე ორგზის ჩემპიონმა, სებასტიან ოჟიემ იზეიმა გამარჯვება. მან სტარტიდანვე მოიპოვა ლიდერობა და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია. ტყის გრუნტიან გზაზე მან 37.6 წამით აჯობა მიკა ჰირვონენს.
ამ სეზონის 13 რბოლაში ეს ოჟიეს მერვე გამარჯვებაა. ამაში კი მას ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ ასპარეზობას მისი ორივე თანაგუნდელი - ანდრეას მიკელსენი და იარი-მატი ლატვალა გამოეთიშა. ორივეს ინციდენტი შეემთხვა. ავარიები ამ რბოლაში საკმარისზე მეტი იყო და ამას ხელი ცუდმა ამინდმა და ტალახიანმა გზებმა შეუწყო.
რბოლას ჯერ ლატვალა გამოეთიშა, რომელმაც პირველ დღეს ჩემპიონს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. მაგრამ მეორე დღის პირველივე სპეცმონაკვეთზე მას ავარია მოუვიდა და ასპარეზობა დატოვა. აქედან მოყოლებული, ოჟიე აღარ რისკავდა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ადვილად შეინარჩუნა ჰირვონენთან უპირატესობა, ვისთვისაც ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო გამოსვლა იყო.
მომავალი სეზონი ტრადიციულად მონტე კარლოს რალით, იანვარში დაიწყება.

ბრიტანეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           3:03:08.200
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                            +00:37.600
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     01:03.600
4. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          01:14.900
5. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          01:24.300
6. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                            02:03.000
7. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                                02:29.700
8. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         02:47.500
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            03:43.300
10. ჰეიდენ პედონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)              03:48.500

მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია (ტოპ ათეული)
1. სებასტიან ოჟიე - 267 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 218; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენ II) - 150; 4. მიკო ჰირვონენი - 126; 5. მადს ოსტბერგი - 108; 6. ტიერი ნოივილი - 105; 7. კრის მიკი - 92; 8. ელფინ ევანსი - 81; 9. მარტინ პროკოპი - 44; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) - 40...

კონსტრუქტორთა თასი (საბოლოო)
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 445 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 210; 3. M-სპორტ WRT - 208; 4. ჰიუნდაი შელ WRT - 187; 5. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 133; 6. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 49; 7. ჰიუნდაი მოტორსპორტ N - 28; 8. RK M-სპორტ WRT - 26

No comments:

Post a Comment