Friday, November 21, 2014

ლე მანის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

Motor racing-Nine-time Le Mans winner Kristensen to retire
21 ნოემბერი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის ყველაზე წარმტებულმა პილოტმა, ამ რბოლის ცხრაგზის გამარჯვებულმა, დანიელმა ტომ კრისტენსენმა აღარ მოისურვა მეათე გამარჯვებისთვის ბრძლა და კარიერა დაასრულა. არადა, ამ სეზონის დასაწყისში განაცხადა, რომ ლე მანზე მეათე გამარჯვებაც სურდა და ეს მიზანი მოტივაციას უძიერებდა.

„ვგრძნობ, რომ ფინიშის ხაზი გადავკვეთე. ყოველთვის ვამბობდი, რომ მივხვდებოდი, როდის დადგებოდა წასვლის დრო. აქამდე ეს არ ვიცოდი. მაგრამ ბოლო თვეებში თანდათან სულ უფრო მიძლიერდებოდა გრძნობა, რომ წასვლის დრო ახლოვდებოდა. და ბოლოს ვიგრძენი, რომ დროა“, - განაცხადა 47 წლის კრისტენსენმა.
ტომ კრისტენსენი დანიის ქალაქ ჰობროშია დაბადებული. რბოლებში მონწილეობა ბავშვობიდან, კარტინგით დაიწყო. შემდეგ კი ჯერ ფორმულა 3-ში გადაინაცვლა, იქიდან ფორმულა 3000-ში და ტურინგის კლასში. ლე მანი და გამძლეობაზე რბოლები მისი მთავარი სპეციალიზაცია აღმოჩნდა და სწორედ მათში გააგრძელა გამოსვლა.
ლე მანზე პირველ გამარჯვებას 1997 წელს მიაღწია. მაშინ მან გერმანულ გუნდ „ჯოესტის“ პროტოტიპით (WSC95) იასპარეზა, რომელიც „პორშეს“ ძრავით იყო აღჭურვილი. 2000-2005 წლებში, ლე მანზე ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და ამათგან ხუთჯერ „აუდის“ პროტოტიპით ასპარეზობდა. ერთხელ, 2003 წელს, „ბენტლის“ პროტოტიპითაც გაიმარჯვა. დარჩენილი ორი რბოლაც „აუდის“ პროტოტიპით მოიგო 2008 და 2013 წლებში. სარტეს ტრეკზე მეათე გამარჯვებასთან წლევანდელ რბოლაში ახლოს იყო, მაგრამ თანა-პილოტებთან, ესპანელ მარკ ჟენესა და ბრაზილიელ ლუკას დი გრასისთან ერთად, „მხოლოდ“ მეორე ადგილს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ კრისტენსენმა და „აუდიმ“ 2000 წლის ლე მანზე ტრიუმფამდე, სებრინგის 12-საათიანი რბოლა მოიგეს. გერმანული პროტოტიპით ის 2002 წელს ამერიკული ლე მანის ჩემპიონი გახდა. 2004-2009 წლებში, ის „აუდის“ ყველაზე წარმტებული პილოტი იყო DTM-ზე, სადაც 4 რბოლა მოიგო, კვარცხლბეკზე 18-ჯერ ავიდა და 9 რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო.
კრისტენსენი „აუდის“ და დიდ სპორტს გამძლეობაზე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს ეტაპის შემდეგ დაემშვიდობება. ეს რბოლა 30 ნოემბერს ბრაზილიაში ჩატარდება.

No comments:

Post a Comment