Sunday, November 16, 2014

„ფორდის“ ევროპული გაყიდვები 8 პროცენტით გაიზარდა

Ford's European sales up 8% on UK, Italy gains
16 ნოემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში ევროპული გაყიდვები 8 პროცენტით გაზარდა. ამერიკული კომპანიისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მზარდი თვეა, რაც მეტწილად ბრიტანეთსა და იტალიაში მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. თავის მხრივ კი სოლიდური მოთხოვნა, ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოსვლამ უზრუნველყო.
ეგრეთ წოდებული ევრო-20-ის ბაზრებზე, მათ შორის ყველა დიდ ბაზარზე მიწოდებამ 98 100 ეგზემპლარს მიაღწია. ეს კი ცისფერი ოვალისთვის 2011 წლის შემდეგ საუკეთესო ოქტომბერია. შედარებისთვის, „ფორდს“ ინფორმაციით, შარშან ამავე ქვეყნებში გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 90 700 ავტომობილი შეადგინა.
ცისფერი ოვალისთვის უდიდეს ევროპულ ბაზრად კვლავაც ბრიტანეთი რჩება. და იქ გაყიდვები 17 პროცენტით, 31 600 ეგზემპლარამდე არის გაზრდილი. მეორე უდიდეს, გერმანულ ბაზარზე კი პირიქით - გაყიდვები 2 პროცენტით, 21 800 ავტომობილამდე შემცირდა. ამერიკული კომპანიისთვის სიდიდით მესამე ბაზარი იტალიაა, სადაც გაყიდვებმა 20 პროცენტით, 9 200 ერთეულამდე მოიმატა. შემდეგ კი საფრანგეთი მოდის, სადაც გაყიდვებმა 1 პროცენტით, 9 000-მდე მოიკლო. სიდიდით მეხუთე ბაზარია თურქეთი, სადაც გაყიდვები ასევე 1 პროცენტით 7 500 ავტომობილამდე შემცირდა.
საერთო ჯამში, წლის პირველ ათ თვეში „ფორდმა“ ევროპაში გაყიდვები 8 პროცენტით, 990 800 ეგზემპლარამდე გაზარდა, რისი წყალობითაც, ბაზარზე მისი წილი უცვლელი დარჩა და კვლავაც 7.8 პროცენტია.

No comments:

Post a Comment